„2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი“ – თაღლითობის მორიგი ფაქტი თბილისის ერთ–ერთ ბარში და დაზარალებული ტურისტები

თაღლითობის მორიგი ფაქტი თბილისის ერთ–ერთ ბარში. სოციალურ ქსელში ალექსანდრე გიორგიძე ავრცელებს გადახდის ჩეკს, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ ტურისტებს ერთ შამპანურსა და 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. გიორგიძე შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს:

„კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო.

სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში ქრებიან. და მერე კი ხედავთ ჩეკს.

ჩემთან არ დაარეკინეს. აიუძლეს გადახდა! მე მერე გავიგე, ეგრევე პოლიციაში წასვლა შევთავაზე, მაგრამ აზრი არ აქვსო. უკვე მიდიან დღეს.

მისამართი პეკინის 3.

ამ ადამიანთან მქონდა საერთო გეგმები, ტურიზმში. სექტემბერში კიდევ აპირებდა ჩამოსვლას. ვერ დავითვლი რამდენი მეგობარი და ნაცნობი გამოუშვა საქართველოში.

განიხილავდა ტექნოლოგიური ხაზით ინვესტირებას მომავალ წელს. და აგერ…

კაცი ტიროდა. იმაზე კი არ ბრაზობდა მარტო რაც შეემთხვა, მთხოვდა ყველა გააფრთხილე აქ არ მივიდნენო. მაფიაააო…

აი ასე ვკარგავთ ათასობით ტურისტს საქართველოში, ვიღაც ახვრების გამო!!!

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration

ამას თუ არ დაესვა წერტილი და ძალიან მალე. ათასობით ადამიანი დარჩება უმუშევარი.

სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები. დიდ ამბავს ავწევთ! ამიტომ დროზე სახელმწიფომ ალაგმოს ეს თაღლითები!!!“, – წერს გიორგიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები