2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენს საქმიანობაში გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო მოსალოდნელია შეფერხებები. იმისათვის რომ გაუმკლავდეთ სტრესს და აიმაღლოთ ენერგოტონუსი კარგი იქნება დრო დაუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშს.

კურო

მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას, შეეცადეთ დაისვენოთ მათთან ერთად, განსაკუთრებით კი იზრუნეთ ოჯახის უფროს წევრებზე, ახლა მათ თქვენი ყურადღება ძალიან სჭირდებათ.

ტყუპები

ოპტიმიზმი დაგეხმარებათ ტოქსიური ურთიერთობების დასრულებასა და არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან ბრძოლაში. კარგი დროა რელაქსაციისა და დასვენებისთვის.

კირჩხიბი

მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებსა და ნეგატიურ გარემოს, იყავით ყურადღებით საკუთარი ჯანმრთელობისა და ფსიქოემოციური განწყობის მიმართ, თვალი ადევნეთ მნიშნელოვან საქმეებს.

ლომი

სწორად განალაგეთ პრიორიტეტები და მოემზადეთ ამბიციური ოცნებებისა და გეგმების რეალიზაციისთვის, წინ საკმაოდ პერსპექტიული ამბები გელით.

ქალწული

ახლა არ იქნება სასურველი ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ სასიკეთოა დრო საკუთარი ლიდერული თვისებების გაუმჯობესებისთვის, რაც დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და ავტორიტეტის მოხვეჭაში.

სასწორი

სასურველია დაკავდეთ საოჯახო საქმეებით, ეს დაგეხმარებათ ირგვლივ სასიამოვნო გარემოს შექმნაში, გაათავისუფლეთ სივრცე ზემეტი, მოძველებული და დაზიანებული ნივთებისგან, გააჯანსაღეთ თქვენი საცხოვრებელის ენერგეტიკა.

მორიელი

იმისათვის, რომ განახორციელოთ თქვენი მიზნები, საიდუმლოდ შინახეთ სამოქმედო გეგმა და მტკიცედ მიჰყევით არჩეულ გზას. წარმატებისთვის გამოიყენეთ თქვენი თილისმა.

მშვილდოსანი

აკონტროლეთ თქვენი ემოციები ახლობლებისა და გარშემომყოფების მიმართ, ერიდეთ აკვიატებულ და დეპრესიულ აზრებს.

თხის რქა

ახალი კავშირებისა და საინტერესო ურთიერთობების დღეა. მძაფრდება თქვენი ინტუიცია, შესაძლოა დაინტერესდეთ რაიმე ახლის შესწავლით ან გადაწყვიტოთ ცოდნის გაღრმავება.

მერწყული

დიდია დღეს გაუგებრობებისა და კონფლიქტების ალბათობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი გეგმების ნგრევა. იყავით ყურადღებით მგზავრობის დროს.

თევზები

თუ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენთ და ფრთხილად იმოქმედებთ შეძლებთ თავიდან აიცილოთ სიძნელეები და მატერიალური სახის დანაკარგები.

კომენტარები

სხვა სიახლეები