ვერძი
მეტად დაისვენეთ, რთულ საქმეებს ნუ შეეჭიდებით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. სიფრთხილე გმართებთ საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.
კურო
დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნება ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სიფრთხილე გმართებთ საბინაო საკითხებთან დაკავშირებით. საღამოს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
ტყუპი
არ დაიტვირთოთ საქმეებით. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით უცხოელთან.
კირჩხიბი
რაც უფრო რთული სამუშაო გექნებათ შესასრულებელი, მით მეტი დაკვირვება გმართებთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გაისტუმრეთ ვალები, გადასახადები. საღამოს დაისვენეთ, ძილის წინ მიიღეთ არომატული აბაზანა.
ლომი
ნუ გექნებათ გავლენიანი მეგობრების მხარდაჭერის იმედი, ყველაფერი თავად უნდა მოაგვაროთ. მოერიდე დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან, ემოციების გამოხატვას. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას.
ქალწული
აქტიური, საქმიანი შეხვედრებითა და საქმებით დატვირთული დღე გელით. მეგობრებთან ერთად საღამოს კინოს ან თეატრს ეწვიეთ. ყურადღებას ნუ მოაკლებთ საყვარელ ადამიანს.
სასწორი
მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, მცირე შეცდომაც კი ფინანსურ დანაკარგს მოგიტანთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
მორიელი
ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან, ტყუილი კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას. ნუ შეიძენთ ნივთებს ან ნაკლი აღმოაჩნდება, ან მალე გაფუჭდება. საღამოს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
მშვილდოსანი
მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები; უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. მოსალოდნელია ნაცნობობა უცხოელთან.
თხის რქა
ცვლილებების დღეა. თუ არ გსურთ ჭორების გავრცელება, მოერიდეთ რომანის გაბმას კოლეგასთან. საღამოს მშვიდ გარემოში დაისვენეთ, გამოიძინეთ.
მერწყული
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას.
თევზები
ენერგიული და აქტიური ხართ; კარგი დღეა როგორც სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად, ასევე შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე, საქმიანი შეხვედრებისა და მომავალი პროექტების განსახილველად. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge