2 წლის ბავშვს ავტოკატასტროფის დროს თავი მოწყდა – რა მოხდა 6-საათიანი ოპერაციის შემდეგ?! (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

233
SHARE

 2 წლის ბავშვს ავტოკატასტროფის დროს მოწყვეტილი თავი მიაკერეს. ფანტასტიკური რამ მოხდა ავსტრალიაში. პატარა ბიჭუნა, რომელიც ჯერ ორწლინახევრისაც კი არ არის, დედასთან და დასთან ერთად, ბრისბენის მაგისტრალზე მომხდარი ავტოკატასტროფის მსხვერპლი აღმოჩნდა. საგზაო შემთხვევის დროს, პატარა ჯექსონ ტეილორს თავი მოწყდა. გარეგნულად ბავშვის თავი ტანს არ მოსცილებია, თუმცა შინაგანი დაზიანებები იმდენად მძიმე და რთული ფორმის იყო, რომ კანის შიგნიდან თავის ქალა კისერს მთლიანად გამოეყო.

ბავშვს სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს, რომელმაც 6 საათს გასტანა. კისრის მალების მთლიანობა ექიმებმა ბავშვის ნეკნისგან აღებული ძვლოვანი მასით აღადგინეს. თავი ახლა სპეციალური სამედიცინო მოწყობილობითაა დაფიქსირებული, რომელიც მის ტანზე არის დამაგრებული. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს რეაბილიტაციის პერიოდში.  2 თვის შემდეგ კი, როდესაც პატარა ჯექსონს ორწელიწადნახევარი შეუსრულდება, მას ამ სამედიცინო მოწყობილობისგან  თავის დაღწევა შეეძლება და ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება.

ის ფაქტი, რომ პატარა ბავშვს სიარული ამ დრომდე შეუძლია, ექიმებს და მშობლებს აიმედებს, რომ ის გამოჯანმრთელდება და ფიზიკურ განვითარებას შეძლებს. ქირურგი ჯეფ ასკინი, რომელმაც უმძიმესი ოპერაცია ჩაატარა ამბობს, რომ მომხდარი მის პრაქტიკაში ნამდვილი საოცრებაა. მედიკოსის თქმით, გასაკვირი არის ის, რომ ბავშვი მიღებული უმძმესი ტრავმების მიუხედავად ცოცხალი გადარჩა. ის კი, რომ ბიჭუნას სუნთქვა დამოუკიდებლად  გადაადგილება მაინც შეუძლია, ექიმების აღიარებით, ნამდვილი სასწაულია.

1 2 3 4

https://www.youtube.com/watch?v=xmgNM9e1xOc

FB კომენტარები

კომენტარი