2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

452
SHARE

ვერძი
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. კოლეგები და საქმიანი პარტნიორები აიყოლიეთ ახალი იდეების განხორციელებაში. საღამოს მეგობრებს, ნათესავებს ესტუმრეთ.

კურო
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მეგობრებთან ერთად იდეების განხორციელებას შეძლებთ. საღამოს, ამინდის მიუხედავად, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ტყუპი
გაფრთხილდით, თქვენმა ნათქვამმა გული არავის ატკინოს. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების მოგვარებას. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად. საღამოს მეგობრებს შეხვდით.

კირჩხიბი
პოზიტიურ განწყობაზე და ენერგიული ხართ. სამსახურის საქმეებს მხიარულად, დაუბრკოლებლად მოაგვარებთ. შეიძინეთ ნანატრი აქსესუარი, სამოსი.

ლომი
წვრილმან დაბრკოლებებსა და უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, რათა საქმეების მოგვარებაში დაგეხმარონ. საღამოს მხიარულება გელით.

ქალწული
ნებისმიერი სირთულის საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. თავადაც მობილიზებული ხართ და კოლეგებსაც დაეხმარებით საქმეების მოგვარებაში. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

სასწორი
გულისნადებს და სამომავლო გეგმებს ყველას ნუ გაუმხელთ. კოლეგებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ, ერთად განახორციელეთ ახალი პროექტები. საღამოს ბავშვები გაამხიარულეთ.

მორიელი
გაბედულად იმოქმედეთ, ყველა დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებაში. ზოგიერთი უფროსისგან სერიოზულ და მნიშვნელოვან დავალებას მიიღებს. საღამოს მხიარულება გელით.

მშვილდოსანი
სამსახურში არ მოიწყენთ, – საქმეების მოგვარება, ახალ პროექტებზე მუშაობა და შეხვედრები გელით. საღამოს ახლობლებს უმასპინძლეთ.

თხის რქა
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები. ახლობლებს დაეხმარეთ რჩევებით. საყვარელ ადამიანს მიზნების მიღწევაში დაეხმარეთ.

მერწყული
სამსახურის საქმეების მოგვარებით ისე იქნებით დაკავებული, რომ ვეღარაფრისთვის მოიცლით. საღამოს მოსალოდნელია შეხვედრა დადი ხნის უნახავ მეგობრებთან.

თევზები
წარმატებული დღე გელით, სამსახურის საქმეებს წარმატებით მოაგვარებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, რომანტიკულ ადგილას გაისეირნეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი