2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

41
SHARE

ვერძი
სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; მსხვილ საყიდლებს, მაგრამ წვრილმან ნივთებში ფულის გადახდა ნუ დაგენანებათ.

კურო
შეამცირეთ სამსახურის საქმეები, შეხვედრები და მთელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით. გამოიძინეთ. საღამო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ.

ტყუპი
შეაჯამეთ შედეგები, დააკვირდით გარშემო მყოფებს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე; სასიამოვნო ადამიანების გვერდით.

კირჩხიბი
მოერიდეთ ემოციების გამოვლენას, სტრესულ სიტუაციებს. ზოგიერთი მიხვდება, რომ დიდი სხვაობა არაა რეალურ და ვირტუალურ რომანს შორის.

ლომი
დღეს მეტად ემოციური ხართ. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან, გარშემო მყოფებთან. გაერთეთ ბავშვებთან ერთად ბავშვურად.

ქალწული
ნუ გაჩერდებით სახლში. აიყოლიეთ მეგობრები და მოაწყვეთ პიკნიკი, ექსკურსია. დღეს ზოგიერთმა ნივთმა, საქმემ, ადამიანმა შეიძლება თქვენთვის ღირებულება დაკარგოს.

სასწორი
კარგი დღეა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით უცხოელებთან. მოაწყვეთ ოჯახური წვეულება, დაესწარით კონცერტს, გამოფენას.

მორიელი
საყვარელ ადამიანს თითოეულ ნაბიჯს, ნათქვამს ნუ გაუკონტროლებთ. ეცადეთ გააუმჯობესოთ სასიყვარულო კავშირი, სასიყვარულო პარტნიორს სიურპრიზები მოუწყოთ.

მშვილდოსანი
ცხოვრებისეული სიტუაციები დასტაბილურდება. გარშემო მყოფები უარს არ გეტყვიან დახმარებაზე და ისარგებლეთ მომენტით.

თხის რქა

მოერიდეთ რთული სამუშაოების შესრულებას. ყურადღება გაამახვილეთ ოჯახისა და ნათესავების პრობლემების მოგვარებაზე.

მერწყული
ნუ გაასაჯაროებთ თქვენს პირად ცხოვრებას. დღეს და მომდევნო დღეებში მოსალოდნელია საიდუმლო რომანტიკული პაემნები და თავგადასავლები.

თევზები
მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს. შეიძლება ცილი დაგწამონ ან თქვენი რეპუტაციის შელახვა განიზრახონ.

 

წყარო

Comments

comments