2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

72
SHARE

ვერძი
კარგი დღეა ძილისა და კვების რეჟიმის დასარეგულირებლად. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. საყვარელი ადამიანი აიყოლიეთ და სპორტდარბაზში ჩაეწერეთ.

კურო
დღევანდელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ერთად გაასუფთავეთ ბინა უსარგებლო ნივთებისგან. კარგი დღეა, რათა თავი დაანებოთ სიგარეტის მოწევას; შეამციროთ ულუფები.

ტყუპი
შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. მოაწესრიგეთ სამზარეულო და სააბაზანო.

კირჩხიბი
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. ახლობლები სიახლეებით გაგახარებენ. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით.

ლომი
დღეს საქმეებისგან უნდა დაისვენოთ. ეწვიეთ სპორტდარბაზს. შეიძინეთ სასარგებლო პროდუქტები. შეეხმიანეთ მეგობრებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
შეამცირეთ ყავისა და სიგარეტის დოზა. ესტუმრეთ მეგობრებს, ნათესავებს ან შინ მოიპატიჟეთ ისინი.

სასწორი
იდეალური სასწორებიც უნდა გათავისუფლდნენ მავნე ჩვევებისგან. ჩამოწერეთ სია და თითო მიღწევაზე მცირე საჩუქარი გაუკეთეთ საკუთარ თავს.

მორიელი
დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას კოლეგებთან, საყვარელ ადამიანთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ საყვარელი სერიალის ყურებით ან კითხვით გაერთეთ.

თხის რქა
სამსახურის საქმეებისგან დაისვენეთ. ეწვიეთ სპა-ცენტრს, გაიკეთეთ მასაჟი. ივარჯიშეთ, მიირთვით ხილი და ბოსტნეული. მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობა თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან.

მერწყული
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. მოაწესრიგეთ პირადი ნოვთები, ბინა. კარგი დღეა გასაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად. ვარჯიშისა და სპა-პროცედურებისთვის.

თევზები
დღევანდელი დღე სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. გამორთეთ ტელეფონი და ნოუთბუკი, რათა არავინ შეგიშალოთ ხელი.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი