19 წლის ავსტრალიელი კეიშა ფაინემოს მისმა ყოფილმა ბოიფრენდმა ჩხუბის დროს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალაქ ბრისბენში მცხოვრებმა გოგონამ სასამართლო პროცესების დროს ნაფიც მსაჯულებს უამბო იმის შესახებ, რომ როდესაც ცეცხლის ალმა მისი სხეული მოიცვა, შოკისგან ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა. იმ საშინელი დღის შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ დამწვარი სხეული მომხდარის დავიწყების საშუალებას დღემდე არ აძლევს.
კეიშამ იმდენად დიდი დამწვრობა მიიღო, რომ ექიმებს მისი ინდუცირებულ კომაში მოთავსება მოუწიათ. მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ბრეი ლუისმა თავი დამნაშავედ სცნო, ხოლო კეიშამ საზოგადოებას მოუყვა იმის თაობაზე თუ რისი გადატანა მოუხდა. „მახსოვს, ეს მწველი ტკივილი იყო. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ასეთი საშინელება გაუკეთო იმ ადამიანს, რომელიც გიყვარს.“-ამბობს გოგონა.
კეიშა მეზობლებმა გადაარჩინეს, რომლებიც მის ყვირილზე გვერდით ბინიდან გამოვიდნენ. გოგონა საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გამოიყვანეს, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დარჩენა და მკურნალობა მოუწია.
თავდაპირველად ბრეის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ბიჭმა არ იცოდა იმის შესახებ, რომ ბენზინის კანისტრა გახსნილი იყო და უბრალოდ ის კეიშას მიმართულებით ისროლა. ნაფიც მსაჯულებს ორ საათზე ნაკლები დასჭირდათ იმისათვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანათ.
სხვა სიახლეები