19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. საყვარელი ადამიანი და მეგობრები მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ. მოსალოდნელია მხიარულება.

კურო
საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად გამონახეთ დრო დასვენებისა და გართობისთვის. საკუთარი თავი საჩუქრით, სიურპრიზით გაინებივრეთ.

ტყუპი
ყველაფერი გაქვთ ბედნირებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა გულახდილი საუბრებისთვის ახლობლებთან, მაგრამ ყველა საიდუმლოს მაინც ნუ გაამხელთ. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გასართობ ცენტრს ეწვიეთ.

ლომი
საკუთარი სიმართლის დამტკიცება მოგინდებათ, მაგრამ კამათსა და პირად შეურაცხყოფას მოერიდეთ. საღამოს შინ მეგობრები მიიპატიჟეთ. საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი გელით.

ქალწული
საქმეები და ვალდებულებები დღის პირველ ნახევარში დაასრულეთ. გამონახეთ დრო მეგობრებთნ შესახვედრად, ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად.

სასწორი
დაძლიეთ სიზარმაცე და შეასრულეთ საქმეები, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. ზოგიერთი დიდი ხნის ოცნებას აიხდენს. ზოგიერთს საინტერესო შეხვედრა ელის.

მორიელი
წარმატება კარს მოგდგომიათ. გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. საღამოს ნოსტალგია შეგიპყრობთ – გადახედეთ ფოტოებს, შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

მშვილდოსანი
თუ დილიდან პოზიტიურ განწყობას შეიქმნით, ყველაფერი საუკეთესოდ მოგვარდება. საღამოს მეგობრებთან ერთად გართობა და რომანტიკული პაემანი გელით.

თხის რქა
საქმეები კარგად მიგდით. დაისვენეთ, გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. უბრალო ვახშამი შეიძლება რომანტიკულ ვახშამი გადაიზარდოს.

მერწყული
გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისთვის (ახლობლებს დაურიგეთ). ოჯახის წევრები ყველაფერში მოგეხმარებიან.

თევზები
დასვენებასა და სიმშვიდეზე ოცნებობთ, მაგრამ მაინცდამაინც დღეს მოუნდება ყველას თქვენი ნახვა. მხიარულება გელით, საღამოს – რომანტიკა.

კომენტარები

სხვა სიახლეები