19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
იყავით ღიმილიანი და კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.

კურო
კარგი დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის. საღამოს ახლობლებს უმასპინძლეთ.

ტყუპი
პოზიტიური დღე გელით. აიყოლიეთ მეგობრები და დილიდან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.

კირჩხიბი
საოჯახო საქმეებში ოჯახის ყველა წევრი ჩართეთ. ასე უფრო სწრაფად და მხიარულად იმოქმედებთ. საღამოს ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ.

ლომი
დაისვენეთ, გამოიძინეთ და მხოლოდ თქვენთვის სასიამოვნო საქმეები აკეთეთ. საყვარელი ადამიანი ჭირვეულობის ნებას დაგრთავთ.

ქალწული
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკით და მზრუნველობით აგავსებთ.

სასწორი
იყავით დაკვირვებული, ეძებეთ ბედის მინიშნება. კარგი დღეა საყიდლებისთვის. საღამოს შეხვდით დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

მორიელი
სასიამოვნო და ამაღელვებელი მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის.

მშვილდოსანი
მხოლოდ სასიამოვნო საქმეებით დაკავდით; გაინებივრეთ თავი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა

დღე ისე დაგეგმეთ, რომ მეტი დრო გაატაროთ ბავშვებთან ერთად. სასურველია, სუფთა ჰაერზე ფიზიკურად იაქტიუროთ.

მერწყული
სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. კარგია მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნება. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

თევზები
დილა საოჯახო საქმეების მოგვარებას დათუმეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი გელით; მასზე ბევრ საინტერესოს გაიგებთ.

წყარო:http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები