19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
უკიდურესად ნეგატიური დღეა. ეგოიზმი და სხვათა ინიციატივების უარყოფა კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. შესაძლოა, მუშაობის დროს დაშვებულმა შეცდომამ ან წარუმატებლობამ იმედგაცრუებამდე მიგიყვანოთ. ყველა კომერციული წამოწყება წარუმატებლობისთვის არის განწირული. მოსალოდნელია შეყვარებულების ჩხუბი და ოჯახში გაუგებრობა.

კურო
უარი არ თქვათ ახალ საქმეზე, თუნდაც არაპერსპექტიულად გეჩვენებოდეთ. ფინანსური პრობლემების გადაჭრის დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ. ქალ კუროებს ფულის ხარჯვა ელით, თუმცა დაბანდებული ფული მეტ შემოსავალს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა სახის გარიგებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ტყუპები
ამ დღეს ტყუპი ქალების სასიცოცხლო პოტენციალი მაღლდება. ყველაზე რთული პრობლემების მოგვარებასაც კი იოლად შეძლებთ. სრულიად უინტერესო საქმეშიც კი შემოქმედებით პოტენციალს გამოავლენთ. ტყუპმა მამაკაცებმა ახალი საქმის დაწყებაზე უარი არ უნდა თქვან, თუნდაც უპერსპექტივოდ ეჩვენებოდეთ. ფინანსური საკითხების მოგვარებისას ინტუიციას ენდეთ.

კირჩხიბი
რთული დღეა. მოსალოდნელია სევდა და ნერვიული სტრესი. საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ დაუდევარმა დამოკიდებულებამ და თავდაუზოგავმა შრომამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ერიდეთ შურსა და ეგოიზმს – გამორიცხული არაა, რომ წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში და შეცდომები მუშაობის დროს მათი დამსახურება იყოს.

ლომი
თქვენი კეთილგანწყობა და მოსმენის უნარი დაგეხმარებათ უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობის მოგვარებაში. შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ ნაყოფიერად იმუშაოთ და შედეგი მიიღოთ. სავარაუდოდ, ახალ პარტნიორებს შეიძენთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ერთი ძველი მეგობარი ორ ახალს ჯობს.

ქალწული
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დაწყების, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოღვაწეებთან შეხვედრებისთვის. კონსერვატორი ქალწულები ამ დღეს რეფორმატორებად იქცევიან, თუმცა ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება საქმე დააზარალოს და დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს. ეცადეთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გათვალოთ და „ოქროს შუალედი“ იპოვოთ.

სასწორი
გამოცდის დღეა, თქვენ და თქვენი ახლობლები შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეთ, ამიტომ კონცენტრირება და თავის აქტიურად დაცვა მოგიწევთ. გირჩევთ, სხვა დროისთვის გადაიტანოთ ოპერაცია, მნიშვნელოვანი შეხვედრები და მგზავრობა. თუ გაიმარჯვებთ, დიდი წარმატება გელით და ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს. ისწავლეთ ახლობლებისთვის წყენის პატიება.

მორიელი
კოსმოსური ენერგიის გარდაქმნის დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, ოპტიმიზმი და მომავლის რწმენა იზრდება. პროფესიულ საქმიანობაში თუ პირად ცხოვრებაში ურთულესი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. თუნდაც უინტერესო და სიახლეებისგან დაცლილი სამუშაო გქონდეთ, საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას მაინც შეძლებთ. თავდაჯერებული და ოპტიმიზმით სავსე ხართ.

მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ უფროსს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ სასამართლო ორგანოს მიმართოთ. ინტუიცია ხალხის ამოცნობაში დაგეხმარებათ, ხოლო სიფრთხილე და წინდახედულება უფროსობასთან და ჩინოვნიკებთან ურთიერთობის მოგვარებაში შეგიწყობთ ხელს. შესანიშნავი შანსი გაქვთ კარიერული წინსვლისთვის. შესაძლოა, ახალი პარტნიორები ან გავლენიანი მფარველები შეიძინოთ, რომლებიც მიზნამდე მისვლაში დაგეხმარებიან.

თხის რქა
დაძაბული შრომის დღეა. თქვენი საქმიანი და შემოქმედებითი აქტიურობა მატულობს. ყველა მიმართულებით პრინციპული მოქმედება გმართებთ. ნუ გაუშვებთ ინიციატივას ხელიდან. ამ დღეს განსაკუთრებით გამძაფრებულია მგრძნობიარობა, ინტუიცია და მისტიციზმისკენ მიდრეკილება. ცოლქმრულ ურთიერთობებში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები.

მერწყული
ეს დღე წვრილმან უსიამოვნებებს უკავშირდება. ნებისმიერი საქმის კეთების დროს სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ინიციატივა არავის დაუთმოთ და პრინციპულად იმოქმედეთ. უშიშრად შეეჭიდეთ ნებისმიერ საქმეს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მიზნამდე მისვლა რთული იქნება. დაწყებულ საქმეს ნუ მიატოვებთ და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას ნუ გაწყვეტთ. ფრთხილად იყავით ბასრ და მჭრელ საგნებთან ურთიერთობის დროს.

თევზები
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია ხასიათის მკვეთრი ცვლილება. კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. საღამო სუფთა ჰაერზე სეირნობასა და ბავშვებთან ურთიერთობას დაუთმეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები