19 წლის გოგონამ YouTube-თვის ვიდეოს გადაღების დროს შემთხვევით 22 წლის „ბოიფრენდი“ მოკლა

559
SHARE

აშშ-ის მინესოტის შტატის მკვიდრმა მონალიზა პერესმა შემთხვევით საკუთარი „ბოიფრენდი“, 22 წლის პედრო რუიზი მოკლა. პოლიციის ინფორმაციით, ტრაგედია YouTube-თვის ვიდეორგოლის გადაღების დროს მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, წყვილმა ვიდეორგოლის გადაღება გადაწყვიტა, რომელშიც პერესი რუიზს პისტოლეტიდან ესვრის და იარაღს სქელტანიან წიგნს აფარებს, რომელსაც, გოგონას აზრით, ტყვია უნდა გაეჩერებინა.
ამისთვის მათ სქელტანიანი ენციკლოპედია და Desert Eagle-ის მარკის პისტოლეტი ამოარჩიეს. ვიდეოს გადაღებას მათი 3 წლის შვილი და 30-მდე მეზობელი უყურებდა.
როდესაც პერესმა გაისროლა,. ტყვიამ წიგნი გახვრიტა და რუიზს მკერდში მოხდა. ქალმა სასწრაფო გამოიძახა, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მონალიზა პერესს, რომელიც ორსულობის მეშვიდე თვეზეა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 ათასი დოლარის ჯარიმა ემუქრება.

Comments

comments