19 წლის გოგონამ მშობიარობამდე 4 საათით ადრე შეიტყო, რომ ორსულად იყო

1183
SHARE

კონი უიტონმა, რომელსაც ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება “ინსტაგრამისთვის”, დიეტებისა და ვარჯიშის ფონზე 25 კგ მოიმატა. გოგონას დასჩემდა წელის ტკივილი და გამოსაკვლევად კლინიკაში მივიდა, სადაც აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო, 4 საათის შემდეგ კი, იმშობიარა. ბავშვის წონა 3.300 კგ იყო. “წარმოდგენა არ მქონდა, რომ ორსულად ვიყავი. არანაირი სიმპტომი არ მქონია, არც ბავშვის მოძრაობა მიგრძვნია მუცელში”, – ამბობს კონი.
მთელი ორსულობის განმავლობაში ის დადიოდა სავარჯიშოდ დარბაზში, სვამდა ალკოჰოლს.
ახალგაზრდა დედა და მისი მეგობარი ბიჭი, ლაიამი ოჯახის შექმნას აპირებენ, ახალშობილ ბიჭს კი სეტი დაარქვეს.
კონი მიიჩნევს, რომ ბავშვის გაჩენა საუკეთესოა, რაც კი მის ცხოვრებაში მომხდარა.

წყარო:https://www.palitravideo.ge

Comments

comments