19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

50
SHARE

ვერძი
სამსახურის საქმეებში წარმატება გელით. ახალი პროექტების განხორციელებისას მიზანმიმართულად იმოქმედეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან; ზოგიერთს დაქორწინებას შესთავაზებენ.

კურო
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის. დღის გამარჯვება საღამო მეგობრებთან ერთად აღნიშნეთ.

ტყუპი
სამსახურში ფულადი ჯილდო, კარიერული წინსვლა გელით. დახმარებას გავლენიანი მეგობრები გაგიწევენ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი
საინტერესო და რომანტიკული ნაცნობობა გელით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან და ერთად შეძლებთ ახალი პროექტის განხილვას.

ლომი
დღეს გარშემო მყოფებისგან განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას იგრძნობთ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და პროექტების განსახილველად.

ქალწული
კარგი დღეა სასიყვარულო და მეგობრული შეხვედრებისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ზოგიერთს დაწინაურება და ხელფასის მომატება ელის.

სასწორი
თქვენს სამუშაოს უფროსი სათანადოდ შეაფასებს. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საწინააღმდეგო სქესისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ.

მორიელი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. შეძლებთ ახალი პროექტების განხილვას, ზოგიერთი საქმის დაწყებად. მატერიალურ დახმარებას ოჯახის წევრები გაგიწევენ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და პროექტების განსახილველად. ახალი საქმეები კოლეგებთან ერთად განახორციელეთ. უფროსს თამამად გააცანით ორიგინალური იდეებიც კი.

თხის რქა
სამსახურში მეტად უნდა იაქტიუროთ. საქმიანი ურთიერთობა შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს. ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ საყიდლების ხარჯი, დაგეგმეთ საოჯახო ბიუჯეტი.

მერწყული
მარტივად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. ზოგიერთს სიურპრიზი ელის.

თევზები
მთელი დღის მანძილზე სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა, საქმეებში გამარჯვება და საყვარელი ადამიანისგან – სიურპრიზები გელით. მარტოხელები გააქტიურდით მეორე ნახევრის ძიებაში.

წყარო: www.astrologi.ge

Comments

comments