19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

114
SHARE

ვერძი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. მიირთვის გემრიელი საკვები. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბავშვებთან ერთად, მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას.

კურო
დილა დაგროვილი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. შეეხმიანეთ მეგობრებს, მათთან ერთად დრო მხიარულ გარემოში გაატარეთ. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვისაც.

ტყუპი
დღეს უნდა დაისვენოთ სამსახურის და საოჯახო საქმეებისგანაც. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. მოუმზადეთ მას რომანტიკული ვახშამი. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით.

კირჩხიბი
სამსახურის საქმეები მშვენივრად გაქვთ აწყობილი, რაც საშუალებას მოგცემთ დღე პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას დაუთმოთ. ოჯახის წევრები გემრიელობებით გაანებივრეთ. მარტოხელებმა მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად.

ლომი
კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის, პირადი საქმის წამოსაწყებად. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. თავად შეგეძლებათ აირჩიოთ თქვენი მომავალი მეორე ნახევარი.

ქალწული
დღე ყოველდღიურ საქმიანობას დაუთმეთ. ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს. საღამო მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
გაანებივრეთ საკუთარი თავი გემრიელი საკვებით, დესერტოთ, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
აქტიური სამუშაო კვირის შემდეგ დღეს საკუთარ თავს დასვენების უფლება უნდა მისცეთ. გამოიძინეთ, იკითხეთ, გამონახეთ დრო ჰობისთვის. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ.

მშვილდოსანი
გადაღლილი ხართ და ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. მეტად დაისვენეთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი გემრიელობებით. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. ზოგიერთს კი განმარტოება და სიმშვიდეში ყოფნა მოუნდება.

თხის რქა

სამსახურის საქმეებისგან დასვენება თქვენც გჭირდებათ. დრო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. დაალაგეთ წიგნის თარო, გარდერობი. გათავისუფლდით იმ ნივთებისგან, რომლებსაც აღარ იყენებთ.

მერწყული
ფლირტი და გართობა გსურთ, მაგრამ სიყვარულის გულში შეშვება – არა. თუ უკვე გყავთ მეწყვილე, დღე მასთან ერთად გაატარეთ; საღამოს კი მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

თევზები
დღევანდელი დღე მხოლოდ საკუთარ სიამოვნებას უნდა დაუთმოთ. დაისვენთ, გარშემო მყოფები კი მოგემსახურონ. ეწვიეთ სილამაზის სალონს, კარგია ვარჯიშიც.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი