19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

73
SHARE

ვერძი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.

კურო
პოზიტიური დღე გელით. რამდენიმე საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. მოსალოდნელია შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.

ტყუპი
თქვენი შრომისუნარიანობა და იდეები უფროსის შექებას გამოიწვევს. ყურადღება გმართებთ გადაწყვეტილებების მიღებისას. დასახულ მიზნებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ.

კირჩხიბი
ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ. მოსალოდნელია საინტერესო და გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა. გააცანით მათ თქვენი იდეები.

ლომი
დღეს პრაქტიკულად ყველა საქმიანობაში გაგიმართლებთ. ამიტომ, არ იზარმაცოთ და გააქტიურდით. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, განიხილეთ ახალი პროექტები.

ქალწული
კარგი დღეა ახალი პროექტის, საქმიანობის დასაწყებად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. ზოგიერთს ოჯახში მატება ელის.

სასწორი
მშვიდი წყნარი დღე გელით. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ყველაზე ჩახლართული სიტუაციიდანაც კი გამარჯვებული გამოხვალთ.

მორიელი
ფინანსურ საკითხებს მეგობრების დახმარებით მოაგვარებთ. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. წარსულში შესრულებული საქმის შედეგს დღეს მიიღებთ.

მშვილდოსანი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. შეყვარებულებმა დანიშნეთ ქორწილის თარიღი. კარგი დღეა საყიდლებისთვის. მოსალოდნელია მივლინება ან მოულოდნელი მგზავრობა.

თხის რქა
სამსახურის საქმეებში წარმატება და მიზნების მიღწევა გელით. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. თუ რაიმე არ გაკმაყოფილებთ, დღეს შეგიძლიათ შეცვალოთ.

მერწყული
ნებისმიერ საქმიანობაში მიაღწევთ წარმატებას. სამსახურში უფროსის შექებასაც დაიმსახურებთ და მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა.

თევზები
კარგი დღეა პირადი ცხოვრების შესაცვლელად. სხვადასხვა სფეროში ცვლილებებისთვის. რაც უფრო გაბედულად იმოქმედებთ, მით გაგიმართლებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი