19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

74
SHARE

ვერძი ყურადღებით იმუშავეთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან და გარშემო მყოფებთან. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან.

კურო კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და საყიდლებისთვის.

ტყუპი დღეს რთულ საქმეებსაც კი ადვილად დაასრულებთ. თამამად იმოქმედეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროექტების განსახილველად, იდეების განსახორციელებლად.

კირჩხიბი კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და იურიდიული საბუთების მოსაწესრიგებლად. ახალი საქმეების დაწყებამდე კარგად გაერკვიეთ დეტალებში.

ლომი ეცადეთ ეს დღე მშვიდად გაატაროთ. მოერიდეთ ემოციებისა და გრძნობების გამოხატვას. საკუთარ წარმატებებზე ეგოისტ ადამიანებთან ნუ ილაპარაკებთ.

ქალწული გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან და კოლეგებთან. რჩევები გამოცდილი ადამიანებისგან მიიღეთ. დღეს შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ, მაგრამ ნურც ძველებს დაივიწყებთ.

სასწორი ნურც საქმეებით გადაიტვირთავთ თავს და ნურც უსაქმოდ იჯდებით, – ოქროს შუალედი უნდა მოძებნოთ. კარგი დღეა პოლიტიკოსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრა.

მორიელი სხვა დღეს დანიშნეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, დოკუმენტების გაფორმება და მოგზაურობის დაწყება. ეცადეთ, გარშემო მყოფებს და განსაკუთრებით ოჯახის წევრებს არ აწყენინოთ. სამაგიეროს გადახდაზე ნუ იფიქრებთ, აპატიეთ.

მშვილდოსანი თუ დღეს სწორად დაგეგმავთ, ძველ საქმეებსაც დაასრულებთ და ახლებსაც დაიწყებთ. არ გაგიჭირდებათ რთული საკითხების მოგვარება. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

თხის რქა ზოგიერთები კარიერაში წარმატებას მიაღწევენ. კარგი დღეა ზემდგომებთან შეხვედრა, პირადი და საზოგადო საკითხების მოგვარება. დღეს მფარველებს, გულშემატკივრებს გაიჩენთ, რომლებიც მომავალშიც დაგეხმარებიან.

მერწყული თამამად ჩაერთეთ ყველა ახალ საქმიანობაში. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. კარგი დღეა საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

თევზები ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს; ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. ტრავმული დღეა; სიფრთხილე გმართებთ მჭრელ და მჩხვლეტავ საგნებთან.

FB კომენტარები

კომენტარი