19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

88
SHARE

ვერძი
ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოახერხებთ ჩანაფიქრის განხორციელებას, სურვილების ასრულებას. დადებითი ემოციებით დატვირთული დღე გელით. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

კურო
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. კარგი დღეა მივიწყებული ურთიერთობების აღსადგენად. სასიამოვნო სიახლეების დღეა.

ტყუპი
საინტერესო და სარფიან შემოთავაზებებს მიიღებთ. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

კირჩხიბი
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. დაოჯახებულების ოჯახებში ჰარმონია და სიმშვიდე დაისადგურებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული გარემოში გაატარეთ.

ლომი
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. არ გაგიჭირდებათ არც საქმიანი და არც საოჯახო საკითხების მოგვარება. ყველა კამათი თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.

ქალწული
დილა ვარჯიშით დაიწყეთ, რათა მთელი დღე აქტიური იყოთ; კარგია დიეტა. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები, კარგი დღეა განათლების მისაღებად.

სასწორი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა ბინის მოსაწყობად, რემონტისა და მშენებლობის დასაწყებად.

მორიელი
ახალ, პერსპექტიულ საქმიანობას შემოგთავაზებენ. არ გაუშვათ შანსი ხელიდან. აღადგინეთ ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან, ყოფილ შეყვარებულთან. კარგი დღეა ქორწინებისთვის.

მშვილდოსანი
საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო ნათესავებისა და მეგობრებისთვის. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. შეყვარებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა
მოსალოდენლია შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობართან. გაგიუმჯობესდება დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და ერთმანეთზე განაწყენებული ახლობლების შერიგებასაც შეძლებთ.

მერწყული
სასიამოვნო სიურპრიზების დღეა. ფორტუნა გიღიმით და თუ არ იზარმაცებთ უამრავ საქმეს მოაგვარებთ. დღეს მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრა.

თევზები
კარგი დღეა კარდინალური ცვლილებებისთვის. დაივიწყეთ წარსული და თვალი გაუსწორეთ მომავალს. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი