19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

357
SHARE

ვერძი
დილით მოაგვარეთ სამსახურისა და საოჯახო საქმეები და მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად ბუნებაში. მოაწყვეთ პიკნიკი.

კურო
მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. მოიწყვეთ პიკნიკი, გაისეირნეთ ქალაქგარეთ. დაისვენეთ და გამოიძინეთ.

ტყუპი
საოჯახო საქმეები დილითვე მოაგვარეთ, რომ მეგობრებთან ერთად გართობაში არაფერმა შეგიშალოთ ხელი. შინ უცხოებს ნუ მიიყვანთ.

კირჩხიბი
არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. უცხოებთანაც კი ისაუბრებთ სხვადასხვა თემაზე. მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს.

ლომი
მოერიდეთ ფულის ხარჯვას. ნუ შეიძენთ ელექტრონივთებს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ქალწული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან, ნათესავებთან. მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები. კარგია ინტერიერის შეცვლა-განახლება.

სასწორი
დილა საოჯახო საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. სხვა დღისთვის გადადეთ რომანტიკული პაემანი; ნურც ხმაურიან წვეულებას დაესწრებით.

მორიელი
ზედმეტად მგრძნობიარე ხართ და სასიამოვნო ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ იდეები, მოსაზრებები.

მშვილდოსანი
მოერიდეთ მცირე უსიამოვნებაზე ნერვების მოშლას. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. ავანტიურა და თავაგადასავალი სიფრთხილეს მოითხოვს.

თხის რქა
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. შესაძლოა, თანამოაზრეებთან შეხვედრამ და იდეების გაცვლამ მოგიწიოთ.

მერწყული
დაისვენეთ, მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ ქალაქგარეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ სიმპტომებისადმი.

თევზები
ზედმეტად ემოციური ხართ. მცირე გაუგებრობების გამო მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად.

FB კომენტარები

კომენტარი