18 წლის ფოტოგრაფის კონცეპტუალური სელფ-პორტრეტები

არაჩვეულებრივი სიურეალისტური სელფ-პორტრეტების წყალობით, 18 წლის ინგლისელი ფოტოგრაფი ლორა უილიამსი მსოფლიოს უნიჭიერეს თინეიჯერ არტისტთა შორის მოხვდა.

 

უილიამსის ფოტოების საფუძველი, ასე ვთქვათ, დამალვის კონცეფციაა – ნამუშევრების უმრავლესობაში ნიღბებით, სარკეებით, კვამლით მას ან სახე აქვს დამალული ან ტანი.

laurawilliams2

“მიყვარს ისეთი ფოტოების გადაღება, რომლებიც შეიძლება ჩვეულებრივი არ იყოს, რომლებიც თვალს ატყუებს დაა  გარკვეულ ილუზიას ქმნის”, – ამბობს არტისტი.

ფოტოგრაფის შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს – “სიზმრები, ბუნება, სინათლე, სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრები…”

laurawilliams3
“შთაგონება ნებისმიერ დროს შეიძლება მეწვიოს, ყველაზე ხშირად მაშინ, როცა ფოტოს გადაღებისთვის რაიმე განსაკუთრებულს არ ვეძებ”, – ამბობს ლორა. ამჟამად იგი კემბრიჯში (გაერთიანებული სამეფო) ცხოვრობს.

laurawilliams4
ლორა უილიამსის ნამუშევრებს ამ წუთისთვის Flickr-ზე 907 833 ნახვა აქვს 😉

laurawilliams5laurawilliams6laurawilliams7laurawilliams8laurawilliams9laurawilliams10laurawilliams11

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები