ვერძი
ყველგან, სადაც თქვენ გამოჩნდებით, მხიარულებასა და ოპტიმიზმს შეიტანთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
კურო
თავადაც გაოცდებით ისე სწრაფად მოაგვარებთ რთულ საკითხებსაც კი. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით და გამოცდილებაც გაუზიარეთ. საღამო საყვარელ დივანზე, კითხვასა და ტელევიზორის ყურებაში გაატარეთ.
ტყუპი
გარშემო მყოფებმა თითქოს მოილაპარაკეს, ყველს მოუნდება თქვენთვის ჭკუის დარიგება, ნოტაციების კითხვა. ყველას მოუსმინეთ და დასკვნები თავად გამოიტანეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
კირჩხიბი
სხვა დღისთვის გადადეთ საქმეები, რომლებიც საჩქარო არაა. დღეს კოლეგებთან ერთად ახალი საკითხები განიხილეთ და გართობისთვისაც მოიცალეთ. შეხვდით დიდი ხნის უნახავ კლასელებს. მათ თქვენი დახმარებაც შეუძლიათ.
ლომი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ეცადეთ, მეტად გამოავლინთ თქვენი დადებითი თვისებები. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობა, საყვარელი ადამიანი თქვენს სიტყვებს ყურს დაუგდებს და აღარ შეგეწინააღმდეგებათ.
ქალწული
ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. საღამო ჰობის, მეგობრებთან გართობას, თუნდაც სუფთა ჰაერზე სეირნობას დაუთმეთ. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის.
სასწორი
დღე შეიძლება ერთი შეხედვით უჩვეულოდ მოგეჩვენოთ. თუმცა, ის საინტერესო მოვლენებით იქნება აღსავსე. თუ ყურადღებით იქნებით, ბედისწერის ნიშნებს აუცილებლად შეამჩნევთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.
მორიელი
რომანტიკულ განწყობაზე იქნებით და შეიძლება ვალდებულებებს ვერც დაუდოთ გული. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების გაცნობა და მათთან ფლირტი მოგინდებათ. ამაღლებულ განწყობას გვიან საღამომდე შეინარჩუნებთ.
მშვილდოსანი
მოგზაურობის დაწყების, მგზავრობების დღეა. მოსალოდნელია მივლინებაც, საქმიანი შეხვედრები. ზოგიერთს საინტერესო ნაცნობობა ელის. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება აღსავსე.
თხის რქა
სამსახურის საქმეების მიუხედავად მოიცალეთ საოჯახო ვალდებულებებისთვისაც. ახლობლები თქვენთან მეტი დროის გატარებაზე ოცნებობენ. აგრეთვე, გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
მერწყული
წარმატებული დღე გელით, გააფორმებთ ხელშეკრულებეს, საინტერესო ადამიანებს დაიმეგობრებთ. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.
თევზები
ცვლილებები გსურთ, მაგრამ კარდინალურს ნურაფერს მოიმოქმედებთ. თავს შეგახსენებენ ყოველდღიური მოვალეობები. საღამო მეგობრებთან გართობის ნაცვლად სამომავლო გემების შედგენას დაუთმეთ.