18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იმოქმედებთ გაბედულად და გულის კარნახით, ამგვარად უკეთეს შედეგებს მიიღებთ. მცირეოდენი დანაკარგები ნუ გაგაღიზიანებთ, დაფიქრდით და ეძებეთ ხარვეზების მიზეზი, შეცვალოთ სტრატეგია.

კურო

თავი შეიკავეთ დაპირებებისა და ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისგან, რადგან დიდი ალბათობით გაგიჭირდებათ მათი შესრულება. პირველ რიგში იზრუნეთ თქვენს რეპუტაციაზე და შემდეგ სარგებლის მიღებაზე.

ტყუპები

შესაძლოა საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოთ, რაც დაგეხმარებათ ღირსეული ადგილი დაიკავოთ ცხოვრებაში. არის ალბათობა კარდინალურად შეიცვალოს გარშემო ყოველივე და საჭირო გახდეს ახალ გარემოსთან ადაპტირება.

კირჩხიბი

დღეს დასახული გეგმები წარმატებით რეალიზდება. გამოიყენეთ თქვენი ფინანსები კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ახალი ცოდნის მისაღებად. დანახარჯები ათმაგად აგინაზღაურდებათ, ხოლო სიტუაციის სწორად შეფასება დიდ წარმატებას მოგიტანთ.

ლომი

ახალი ნაცნობობა შესაძლოა მეტად მომგებიან საქმიან კავშირად ჩამოყალიბდეს. შეეცადეთ საერთო ენა გამონახოთ გარშემომყოფთან და იზრუნეთ სამომავლო გრანდიოზული და ამბიციური პროექტების დასახვაზე, დაეყრდენით საკუთარ გამოცდილებას.

ქალწული

თავი შეიკავეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტებისა და ახალი ნაცნობობისგან. შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი ფინანსები, რაც დაგეხამრებათ გარკვეული პრობლემების მოგვარებაში.

სასწორი

დროა თქვენს ერთფეროვან ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოთ, დაფიქრდით იმიჯის შეცვლაზე, იყავით სამართლიანი და დაალაგეთ სამომავლო პრიორიტეტები, რათა მიიღოთ კარგი შედეგები თქვენს საქმიანობაში.

მორიელი

დღეს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შედეგიანი და სარგებლიანი იქნება. მიუხედავად არაკეთილმოსურნე ადამიანების მცდელობებისა – ხელი შეგიშალონ გეგმების განხორციელებაში, მაინც წარმატებას იასპარეზებთ ნებისმიერ სფეროში.

მშვილდოსანი

თავი შეიკავეთ სერიოზული საქმეებისა და ხელშეკრულებების დადებისაგან. არის ალბათობა ძველი შეცდომები ამოტივტივდეს და გაცხადდეს რაღაც დაფარული.

თხის რქა

ნუ ენდობით კომპლიმენტებს და დაუფიქრდით სიტყვებს მიღმა ჩადებულ აზრს, ნუ მოადუნებთ ყურადღებას. მატულობს როგორც სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო სიურპრიზების ალბათობა.

მერწყული

თქვენს წამოწყებებს კარგი გაგრძელება ექნება, თუმცა ამისთვის მეტი გაბედულება და მონდომებაა საჭირო. ახლა შეგიძლიათ ყველაფერი სუფთა, ახალი ფურცლიდან დაიწყოთ.

თევზები

კარგი დღეა მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებისა და შეხვედრებისთვის, თუმცა სასურველია მოერიდოთ მძაფრ დისკუსიებსა და ჭორაობას, უფრო მეტად იაქტიურეთ ახალ ნაცნობებთან და წარმოაჩინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები.

კომენტარები

სხვა სიახლეები