18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა გამძაფრდეს განმარტოების და საკუთარ თავთან დიალოგის სურვილი, თქვენი ქმედებების გაანალიზებით მიხვალთ დასკვნამდე, რომ თქვენი რესურსები და ყურადღება ყველას ერთნაირად არ უნდა გაუნაწილოთ, უნდა გამოარჩიოთ „თქვენიანები“!

კურო

თავი დაანებეთ მთელი ტვირთის საკუთარი მხრებით ტარებას და სთხოვეთ დახმარება თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, ისინი მხარში ამოგიდგებიან. გადახედეთ ხარჯებს და გაწერეთ ბიუჯეტი.

ტყუპები

დღეს ყურადღებას მიიქცევთ არა მარტო წარმატებითა და იმიჯით, არამედ იმით, თუ როგორ მოახერხებთ მოულოდნელ პრობლემებთან გამკლავებას, შეძლებთ მათ მოგვარებას თუ ჩუმად მოახერხებთ თავის დაძვრენას…

კირჩხიბი

გაგიჭირდებათ გამოიცნოთ გარშემომყოფთა ჩანაფიქრი და მიზნები, თუმცა თქვენი შემართება და ენერგიულობა არსად გამქრალა და გარეგნული იერით ვერავინ მიხვდება თქვენს ერთგვარ დაბნეულობას და საკუთარი თავის რწმენის დეფიციტს.

ლომი

აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს გარშემომყოფებზე, იმაზე თუ რამდენად მოახერხებთ სხვების თანადგომასა და დახმარებას, ბევრად იქნება დამოკიდებული ის ცხოვრებისეული სიკეთეები, რასაც სამყარო გიმზადებთ.

ქალწული

საქმეები ცუდად არ მიდის, მაგრამ იყავით ყურადღებით თქვენს ახლობლებთან, არის მოტყუების ალბათობა გვერდით მდგომი პიროვნებისგან, თუმცა ეს ბოროტი განზრახვით არ ხდება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

სასწორი

ბოლოდროინდელი მოსაწყენი დღეების შემდეგ, სავარაუდოდ ხალისი დაგიბრუნდებათ, გამოცოცხლდებით, მეტი მონდომებით დაიწყებთ საკუთარ იმიჯზე ზრუნვას. შეგიძლიათ ეშმაკური ხრიკებიც გამოიყენოთ ავტორიტეტის ასამაღლებლად.

მორიელი

მოდუნდით, ნაკლებად აკონტროლეთ გარშემომყოფთა ქმედებები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელი გაუშვათ მართვის სადავეებს და თვითდინებაზე მიუშვათ ან სხვათა იმედად დატოვოთ საქმეები.

მშვილდოსანი

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას და დასკვნების გაკეთებას, მართალია თქვენს წინ ახალი სასიამოვნო შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ კარგად გააანალიზეთ თითოეული ნაბიჯი და მეტი იფიქრეთ საკუთარ თავზე.

თხის რქა

ყურადღებით მოეკიდეთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობას, არის ალბათობა თქვენს ზურგს უკან რაღაც მცირე შეთქმულება მზადებოდეს და შემთხვევით გაიგოთ ამის შესახებ. იმოქმედეთ ფრთხილად და აუღელვებლად.

მერწყული

გამოიყენეთ ეს დღე ძველი საქმეებისათვის და საერთოდ ეცადეთ ამ ახლო პერიოდში მოასწროთ დაწყებული საქმეების დასრულება. მაქსიმალურად შეეცადეთ არ გადადოთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება.

თევზები

სასურველია გადახედოთ თქვენს საქმეებს, შეცვალეთ აღქმა და მიდგომა, შეიტანეთ მათში სიახლეები, რათა უფრო მეტი სარგებელი და ეფექტური შედეგი მოიტანოს თქვენმა შრომამ და ძალისხმევამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები