18 ივლისიდან შავი მთვარე კუროს ნიშნიდან ტყუპში გადავა და იქ 2022 წლის 14 აპრილამდე დარჩება. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
“შავი მთვარის (ლილიტის)
ტყუპის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ
(18/07/2021 – 14/04/2022)
შავი მთვარე – კარმულ ასტროლოგიას მიეკუთვნება. ასტრონომიული თვალსაზრისით, ეს არის დედამიწიდან მთვარის ორბიტის ყველაზე შორს მყოფი წერტილი.
შავი მთვარე ასტროლოგიური თვალსაზრისით, ფიქტიური პლანეტაა და მისი ასტროლოგიურ პრაქტიკაში გამოყენება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილმა ინგლისელმა ასტროლოგმა სეფარიალმა, იგივე უოლტერ გორი ოლდმა დაიწყო (სეფარიალი საკმაოდ განსწავლული აღმოსავლეთმცოდნე გახლდათ. ის არა მხოლოდ ბრწყინვალე ასტროლოგი და კაბალისტი იყო, არამედ ფლობდა კოპტურ, ასურულ, სანსკრიტულ და ჩინურ ენებსაც).
შავი მთვარე – პირად ჰოროსკოპში ეს არის დაგროვილი ნეგატიური ენერგიის რეალიზაცია (გამოვლენა), გაუცნობიერებელი შიში, ფატალური შეცდომა, ცდუნება, მორალური ფასეულობის განადგურება, ილუზია და ნგრევა. თუ მას მეტემფსიქოზის (რეინკარნაციის) კუთხით განვიხილავთ, ეს არის ის ნეგატიური ენერგია („ცოდვა“), რაც ადამიანმა „წინა ცხოვრებაში“ დააგროვა და „ამ ცხოვრებაში“ ხელს უშლის, „აცდუნებს“, რომ ადამიანმა იგივე მოიქმედოს და იგივე არასწორი გზით იაროს.
როდესაც შავი მთვარე ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს, ცხადია, ამ დროს „იძენს“ იმ ნიშნის თვისებებს, სადაც იმყოფება.
18 ივლისიდან შავი მთვარე კუროს ნიშნიდან ტყუპში გადავა და იქ 2022 წლის 14 აპრილამდე დარჩება. .
ტყუპის ნიშანი – პლანეტა მერკურით იმართება, ამიტომ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში შავი მთვარის სიგნიფიკატორი (მმართველი) სწორედ მერკური ხდება.
კარმული ნეგატიური ენერგია უპირველესად გამოვლინდება ინფორმაციის და ურთიერთობების კუთხით. მოიმატებს ტყუილის, ინფორმაციის არასწორად გადაცემის ან არასწორად გაგების, ჭორების, ინტრიგების, თაღლითობის და ქურდობის (განსაკუთრებით ინფორმაციის ქურდობის) ალბათობა. არ გამოირიცხება ძველი, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და ამის შედეგად შექმნილი სკანდალი.
ყურადღებას ითხოვს ტრანსპორტი (არა საჰაერო), გადაადგილება და ტვირთების გადაზიდვა. მოიმატებს ავტოავარიების ალბათობა. ამიტომ საჭიროა საგზაო წესების მაქსიმალურად დაცვა.
პირად დონეზე, ეს იქნება ინფორმაციის დროულად და ეფექტიანად ვერ დამუშავება, არასწორი პრიორიტეტების დასახვა და ენერგიის და ყურადღება მიმართვა მეორეხარისხოვანი ინფორმაციისკენ, რასაც შესაძლოა პირველხარისხოვანი ინფორმაციის კარგვა და ვერ გამოყენება მოჰყვეს. ამიტომ საჭიროა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მთავარი – მეორეხარისხოვანისგან.
მოსალოდნელია ურთიერთობების გართულება, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისაც ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე ვხვდებით (არა მშობლები). ეს შესაძლოა იყოს და-ძმები, მეზობლები, ახლო ნათესავები, უახლოესი გარემოცვა.
იზრდება იმის ალბათობა, რომ ადამიანმა უნებლიედ გაამჟღავნოს ისეთი რამ, რამაც მას ან მის ახლობელ ადამიანებს პრობლემები შეუქმნა.
გლობალურ დონეზე, ეს მოსალოდნელია იყოს კიბერ-დანაშაულის მნიშვნელოვანი ზრდა და მასთან ბრძოლა. მოსალოდნელია სწორედ ამ პერიოდში მოხდეს ახალი ინტერნეტ-დანაშაული, ინფორმაციის „გაჟონვა“ და ამას მთელი რიგი პრობლემები მოჰყვეს. კიდევ უფრო განვითარდება საინფორმაციო ომი და ის ბევრად კომპლექსურ ფორმას მიიღებს.
ამ დროს სასურველია:
მენტალურად არ გადაიღალოთ;
გაარჩიოთ, დაალაგოთ, დაახარისხოთ ინფორმაცია და რაც მთავარია, გამიჯნოთ საჭირო – არასაჭიროსგან;
მშვიდად წარმართოთ ურთიერთობები და მოერიდოთ უახლოეს გარემოცვასთან ძველი პრობლემების გარკვევას.
გაასაიდუმლოოთ ის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ მოსალოდნელია პრობლემები შეგიქმნათ ან თქვენი წინსვლა დაამუხრუჭოს;
ზუსტად და მკაფიოდ გადასცეთ ხოლმე ინფორმაცია, რათა ადამიანებმა თქვე ბუნდოვანი ან ორაზროვანი სიტყვები სხვანაირად არ გაიგონ.
ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ეს პერიოდი შედარებით რთული და წინააღმდეგობრივი იქნება:
ტყუპისთვის;
იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ძლიერად გამოხატული ტყუპის ნიშნის გავლენა აქვს (იქ მდებარეობს ასცენდენტი, მთვარე ან სტელიუმი, ანუ რამდენიმე პლანეტის შეერთება).”-წერს რამაზ გიგაური.
Prev Post
“არ ამოივსება სიცარიელე სხვებზე ბრაზის გადატანით” – ნათია ფანჯიკიძის ფსიქოლოგიური რჩევა საზოგადოებას
Next Post
სხვა სიახლეები