18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მშვიდი, ყოველდღიური საქმეებით დატვირთული დღე გელით. ახალი იდეები პარტნიორებთან ერთად განიხილეთ. მარტოხელებს რომანის დაწყება ელით კოლეგასთან.

კურო
კარგი დღეა დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, სწავლისთვის. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ნებისმიერ საკითხს მარტივად მოაგვარებთ.

ტყუპი
დრო და ენერგია კეთილი, პერსპექტიული საქმეების შესრულებას მოახმარეთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ზოგიერთი საჩუქარს მიიღებს.

კირჩხიბი
უამრავი საქმე გექმნებათ მოსაგვარებელი, როგორც პირადი, ასევე სამსახურებრივი. კოლეგებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. მარტოხელებს საშუალება მიეცემათ მოიწყონ პირადი ცხოვრება.

ლომი
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას, განსაკუთრებით, როცა საქმე კარიერას ეხება. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად  გაატარეთ.

ქალწული
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები, დაეხმარეთ ნათესავებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

სასწორი
კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად. გარდერობის გასაახლებლად. ახლობლები მზრუნველობასა და ყურადღებას არ მოგაკლებენ.

მორიელი
ყველა “კოზირი” თქვენს ხელთაა, გაბედულად იმოქმედეთ. მოსალოდენლია მგზავრობა, მივლინება, რომელიც შთაბეჭდილებითა და ემოციებით იქნება აღსავსე. აგრეთვე, – შეხვედრე დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან.

მშვილდოსანი
საბედისწერო შეხვერდებით, საქმეებით დატვირთული დღე გელით. ჯილდოს მიიღებთ წარსულში შესრულებული საქმისთვის. წარმატებები გელით თქვენც და თქვენს ახლობლებსაც.

თხის რქა
დღეს მიიღებთ იმას, რაც დიდი ხანია გსურთ. დაგიფასდებათ შრომა, ზოგიერთს დაწინაურება და ხელფასის მომატება ელის.

მერწყული
ცვლილებების დღეა. შეიძლება თქვენში ღირებულებათა გადაფასება მოხდეს. კარგი დღეა მივლინებისა და მოგზაურობისთვის. საღამოს დაისვენეთ, ახლობლებს შეეხმიანეთ.

თევზები
დაიწყეთ ახალი საქმეები, შემოთავაზებებზე არ თქვათ უარი. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებუბა გარშემო მყოფებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები