18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სირთულეების მიუხედავად, დღეს დიდი ხნის ოცნებებს აისრულებთ. კარგი დღეა სავაჭრო საქმიანობისთვის. ზოგიერთები პირად ცხოვრებასაც გაიუმჯობესებენ.

კურო
დღეს მატერიალური საკითხები უნდა მოაგვაროთ. ეცადეთ, ფულის გამო გარშემო მყოფებთან არ იკამათოთ. შეიძლება ან ძველი ვალი დაგიბრუნონ, ან თავად მოგთხოვონ ვალების დაფარვა.

ტყუპი
მაქსიმალურად ყურადღებით იმუშავეთ, განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებს ეხება. უმნიშვნელო შეცდომამ შეიძლება დიდ უსიამოვნებებში გაგხვიოთ. მოერიდეთ ახალგაცნობილებისთვის გულის გადაშლას.

კირჩხიბი
თუ სამსახურის საქმეები მოგვარებული გაქვთ, მეტი ყურადღება დაუთმეთ საოჯახო საკითხებს. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

ლომი
კარგი დღეა პირადი საკითხების მოსაგვარებლად. თუ ხვდებით, რომ თქვენი პარტნიორი ძვირფასია თქვენთვის, გააუმჯობესეთ მასთან ურთიერთობა. თუ არა – დაშორდით.

ქალწული
კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში გასასეირნებლად. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან, მაგრამ დაემშვიდობეთ იმ ადამიანებს, ვინც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით.

სასწორი
მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან კამათი ეჭვიანობის გამო. უსიამოვნებები ოჯახის წევრებთან. ეცადეთ, მშვიდად და სარკაზმის გარეშე გაერკვეთ სიტუაციაში.

მორიელი
კარგი დღეა ცოდნის, ინფორმაციის მისაღებად. დღეს თქვენი მხარდაჭერა მეგობრებს, ნათესავებს დასჭირდებათ და უარი არ უთხრათ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

მშვილდოსანი
ნუ ჩაერთვებით თქვენთვის უცნობ საქმიანობაში. მოერიდეთ ახალწამოწყებებს. მხოლოდ ის საქმეები შეასრულეთ, რაშიც პროფესიონალი ხართ. კონსულტაციისთვის სპეციალისტებს მიმართეთ.

თხის რქა
გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისა და ადამიანებისგან, რომლებიც ნერვებს გიშლიან. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების დასაგეგმად, სულიერი განათლების მისაღებად.

მერწყული
გააორმაგეთ გარშემო მყოფებზე ზრუნვა. ნუ იქნებით აგრესიული და ეგოისტური. გაფრთხილდით, თქვენმა ნათქვამმა გული არავის ატკინოს.

თევზები
სამსახურის საქმეების გამო საყვარელ ადამიანს ყურადღებას ნუ მოაკლებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

კომენტარები

სხვა სიახლეები