18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნებისმიერი დამოუკიდებელი საქმიანობისთვის სასიკეთო დღეა. შესაძებლობა გექნებათ წინასწარ განჭვრიტოთ სიტუაცია და გონივრულოად, მოლაპარაკებისა და კომრპომისის გზით მოაგვაროთ პარტნიორული ურთიერთობები.

კურო

გამძაფრებული ცნობისმოყვარეობა უამრავ ადამიანთან შეხვედრას და კომუნიკაციით დახუნძლულ დღეს გპირდებათ, არ არის გამორიცხული შემთხვევით ისეთი ფაქტი ან ამბავი გაიგოთმ რომელიც ძალას შეგმატებთ და შეძლებთ ეს ინფორმაცა მეტად საინტერესოდ გამოიყენოთ პირადი მიზნებისთვის.

ტყუპები

თქვენში გამძაფრებული აზარტული განწყობა გიბიძგებთ ლიდერობისა და პირველობისკენ, გიჩნდებათ სურვილი აჯობოთ ყველას და უკან ჩამოიტოვოთ მეტოქეები ყველგან და ყველაფერში.

კირჩხიბი

თავდაჯერებული და გააზრებული მოქმედებით შეძლებთ ჩაწვდეთ ამა თუ იმ სიტუაციის არსს, ნათლად დაინახოთ მთლიანი სურათი და შესაბამისად სწორად გათვალოთ სამოქმედო ნაბიჯები, როგორც პირადად თქვენთვის, ასევე სხვათა გეგმების მხარდასაჭერად.

ლომი

ერიდეთ ხალხმრავლობას. მეგობრებისა, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაწერეთ სამომავლო გეგმები. თავი შეიკავოთ სხვათა პრობლემებისა და გართულებული საქმეების მოგვარებაზე დროისა და ენერგიის ხარჯვისგან, ფრთხილად მანიპულატორ ადამიანებთან!

ქალწული

საქმეები, რომლებიც ფანტაზიასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს წარმატებისა და აღიარების მომტანი იქნება თქვენთვის. დღეს ადვილად შეძლებთ აგრეთვე ნებისმიერი ადამიანის გულის მოგებას.

სასწორი

წარმატებული დღეა მოლაპარაკებების, გავლენიანი კავშირებისა და კონტაქტებისათვის საქმიან სფეროში. მთავარია იაქტიუროთ და მეტი მონდომებით დაიწყოთ თქვენ შესაძლებლობების გამოყენება.

მორიელი

არაერთი საინტერესო მოწვევა და წინადადება გელოდებათ დღეს და ძნელი იქნება არჩევანის გაკეთება – რომელი უფრო საინტერესო იქნება, თუმცა ყველაზე საუკეთესო ერთად თავშეყრა და ურთიოერთობებია, დღეს თქვენი ინდივიდუალიზმი ყველასგან გამოგარჩევთ.

მშვილდოსანი

სასურველი შედეგების მისაღებად ყველა ხერხს მიმართავთ, შეიძლება ეს იყოს პირდაპირი დაძალების ან ირგვლივმყოფთა მანიპულირების გზით, ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ მიზნის მიღწევას და გამარჯვებას.

თხის რქა

დღეს გამძაფრებულია თქვენი დიპლომატიური უნარი და განწყობილი ხართ ნებისმიერი მოსაზრების მოსასმენად თუ მხარდასაჭერად, ეს კი უზრუნველყობს წარმატებებს მოლაპარაკებებსა და საქმიან ურთიერთობებში ბრძნული გადაწყვეტილების მიღებას.

მერწყული

არის ალბათობა დახმარებისთვის მოგმართონ მეგობრებმა. თქვენ შეძლებთ არა მარტო საქმიანი რჩევებით დაეხმაროთ მათ არამედ მხარში დაუდგეთ და იზრუნოთ ერთობლივად პრობლემების მოგვარებაზე.

თევზები

ყოველგვარ ერთობლივ ღონისძიებებში ან რაიმე პროექტებში შეუდარებელ შემართებასა და ორგანიზატორულ ნიჭს გამოავლენთ და დიდი ენთუზიაზმით გაიყოლებთ მონაწილეებს გამარჯვებისკენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები