18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამ დღეს არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, თუმცა შედეგი ხანგრძლივ სიამოვნებას დაუკავშირდება. ასე რომ, აირჩიეთ! შეგიძლიათ, აგარაკზე განმარტოვდეთ და დატკბეთ გაზაფხულის სილამაზით. ყურადღებით იყავით, შესაძლოა, საინტერესო ნაცნობობა პერსპექტიული ფინალით ხელიდან გაუშვათ.

კურო
თქვენ გვერდით აღმოჩნდება ადამიანი, რომელსაც ოჯახური პრობლემები შეექმნება. დახმარებაზე უარი არ უთხრათ. ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდგეთ საყვარელი ადამიანის ახლად შეძენილ მეგობრებს.

ტყუპები
ცხოვრების აქტიურ წესს მისდევთ და თქვენი საინტერესო ცხოვრება ბევრს აინტერესებს. დასვენების დღეებში არ მოიწყენთ. პირდაპირი და გადატანითი გაგებით, გააღეთ ფანჯრები, რათა ახალი იდეები, შთაბეჭდილებები და მზის სხივები შეუშვათ სახლში. ოჯახური უსიამოვნებები წარსულს ჩაბარდება, თანაც, სავარაუდოდ, სამუდამოდ.

კირჩხიბი
შესაძლოა, თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ. არ გამოირიცხება წნევის ცვალებადობაც. ძალების მოკრება გაგიჭირდებათ. მოერიდეთ ემოციურ და ფიზიკურ დატვირთვას. თუკი თქვენთვის ეს პრობლემები უცხო არ არის, წინასწარ მოიმარაგეთ თქვენთვის საჭირო პრეპარატები.

ლომი
ამ დღეს გაუთვალისწინებელი ხარჯები გელოდებათ. შესაძლოა, მატერიალური დანაკარგიც განიცადოთ. შეეცადეთ, ამ სიტუაციების პროვოცირება თავად არ მოახდინოთ – არ გამოიწვიოთ სარისკო ავანტიურები. ნუ დაიჭერთ საქმეს სადაზღვევო კომპანიებთან და ბანკებთან. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, განსაკუთრებით, დაუგეგმავად.

ქალწული
ეს დღე ოჯახურ დასვენებასთან ასოცირდება. უახლოეს დღეებში ახალი, ყოფითი პრობლემები გელოდებათ, რომელთა დარეგულირებას ძალიან მარტივად შეძლებთ. გიყვართ საოჯახო საქმეები, ამიტომ იმოქმედეთ ისე, რომ ოჯახის სხვა წევრებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ.

სასწორი
ამ დღეს გამორჩეულად გონივრულად იმოქმედებთ და სიკეთით გამოირჩევით. პერიოდულად, შესაძლოა, საკუთარ თავს დაძაბულობაც შენიშნოთ და ოჯახში გაუგებრობაც მოხდეს. ადამიანები შეეცდებიან, დაგიახლოვდნენ და თქვენთან საერთო ინტერესები გამონახონ. საქმეებს, რომლებიც გევალებათ, სიხარულითა და სიამოვნებით შეასრულებთ.

მორიელი
თქვენ გულუხვი და კეთილი ხართ. იცით, როგორ გამონახოთ საერთო ენა ადამიანებთან. შექმენით კომფორტი ყველასთვის, ვინც გარშემო გყავთ და ადამიანები კიდევ უფრო მეტ პატივისცემას გამოიჩენენ თქვენ მიმართ.

მშვილდოსანი
მეტ-ნაკლებად წარმატებული დღე იქნება იმ მშვილდოსნებისთვის, რომლებსაც შეხება აქვთ რელიგიასთან, კულტურასთან, მეცნიერებასთან, სარგებლობენ საქმიანი ურთიერთობით ავტორიტეტის, ნიჭისა და ახალი კავშირების მისაღებად. ყველანაირი შესაძლებლობა გაქვთ იმისთვის, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ აუცილებლად დაგჭირდებათ გამოცდილება საკუთარი ნიშის მოსაპოვებლად.

თხის რქა
თუკი ნაკამათები ხართ, ამ დღეს ძველ და კარგ ურთიერთობებს დაიბრუნებთ. შერიგება შესაძლებელია, თუკი წყენას, ეჭვებს დაივიწყებთ და ნაკლებად მგრძნობიარე იქნებით.

მერწყული
თქვენი ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ სტაბილური იქნება. შეგიძლიათ, საკუთარ თავს მუშაობა შეუმსუბუქოთ და შეიძინოთ თქვენთვის აუცილებელი ნივთები. თუკი ოჯახის წევრები მუშაობენ და მუდმივად დაკავებულები არიან, სწორი პოლიტიკის მხარე დაიჭირეთ.

თევზები
საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ. ძირითად საქმეებს საკუთარ თავზე აიღებთ. შესაძლოა, გადაუჭრელ პრობლემაზე კიდევ ერთხელ ისაუბროთ. ამ დღის მთავარი თემა მშობლებისა და უფროსი ნათესავების საკითხი იქნება. ნუ დაელოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას, რადგან შედეგს დაუყოვნებლივ ვერ დაინახავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები