18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

88
SHARE

ვერძი
კარგი დღეა ბიზნესისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მამაკაცი ვერძი მზად იქნება რაინდული საქციელისთვის. დღეს შეიძლება რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართონ. კარგი დღე ელით ბიზნესმენებს.

კურო
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ ყველა დეტალი შეისწავლეთ. წარმატება გელით საქმიან სფეროში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას; განსაკუთრებით გულს.

ტყუპი
კარგი დღე ელით შემოქმედებით ნიშნებს. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კირჩხიბი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები და განიხილეთ ახალი პროექტები. საინტერესო საქმიან წინადადებას მიიღებთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.

ლომი
კარგი დღეა ახალ სამსახურში გადასასვლელად, ახალი საქმიანობის დასაწყებად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ზოგიერთს ძველ შეყვარებულთან შეხვედრა და ურთიერთობის აღდგენა ელის.
ქალწული
კარგი დღეა ფიზიკური და გონებრივი საქმიანობისთვის. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას. სიფრთხილე გმართებთ ავტომობილით მგზავრობისას.

სასწორი
მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. გულახდილი საუბარი ბევრ სიცრუეს ახდის ფარდას. კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასარჩევად.

მორიელი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ.

მშვილდოსანი
საყვარელი ადამიანი ნერვიულობისა და ეჭვიანობის მიზეზს გაგიჩენთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ნათესავებს, მშობლებს. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ.

თხის რქა
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას კოლეგებთან და მშობლებთან. განახლდება ის საქმე, ურთიერთობა რომლის იმედიც აღარ გქონდათ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას.

მერწყული
მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას უსიამოვნებებს. ისინი მალევე აღმოიფხვრება და გარშემო მყოფებს საკუთარ სიმართლეში დაარწმუნებთ. ზოგიერთი ძველ შეყვარებულთან აღადგენს ურთიერთობას.

თევზები
სამსახურის საქმიანობაში მოსალოდნელია ცვლილებები. შეიძლება თავად მოინდომოთ რაღაცის შეცვლა ცხოვრებაში. სიფრთხილე გმართებთ ავტომობილის მართვისას.

წყარო: www.astrologi.ge

Comments

comments