18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

161
SHARE

ვერძი
დღეს საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ გეგმები და იდეები. ხმაურიან წვეულებებს ოჯახური სიმყუდროვე არჩიეთ; საღამო კი წიგნთან ერთად გაატარეთ.

კურო
არაფერი შეგიშლით ხელს, რომ გეგმები განახორციელოთ. ზოგიერთი ბავშვობისდროინდელ მეგობარს შეხვდება. საღამოს შინ ახლობლებს უმასპინძლეთ.

ტყუპი
შეეხმიანეთ ახლობლებს. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ. კარგი დღეა ოჯახში სიმყუდროვის შესაქმნელად.

კირჩხიბი
დღის პირველი ნახევარი მეგობრებთან, ნათესავებთან შეხვედრას დაუთმეთ. საღამო – შინაურულ საქმეებს. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად.

ლომი
დღევანდელი დღე ოჯახში გაატარეთ. შემოიკრიბეთ ნათესავები, ბავშვები და იმხიარულეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.

ქალწული
ახალი თანამოაზრეები გამოგიჩნდებიან, რომლებთან ერთადაც იდეების განხორციელებას შეძლებთ. ზოგიერთს დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, რაც საშუალებას მოცემთ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის საჩუქრები და დელიკატესები შეიძინოთ.

მორიელი
მოულოდნელი და სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. აკეთეთ ის, რაც გსურთ. მთავარია, ისიამოვნოთ და არავინ დააზარალოთ.

მშვილდოსანი
დღეს გულითადი საუბრები გელით ახლობლებთან. იყავით მომთმენი და გულახდილი. კარგი დღეა შიშებისა და ფობიებისგან გასათავისუფლებლად.

თხის რქა
პოზიტიური დღე გელით, გამოიძინეთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი სასიამოვნო შეხვედრებით, საყიდლებითა და კერძებით. საყვარელ ადამიანთან ერთად სამომავლო გეგმები შეადგინეთ.

მერწყული
ოჯახის წევრების მიმართ მეტი მზრუნველობა და სიყვარული უნდა გამოხატოთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, საინტერესო ადამიანებს გაესაუბრეთ.

თევზები
დღეს ყველა საქმისგან უნდა დაისვენოთ. გამოიძინეთ, უყურეთ საყვარელ გადაცემას, წაიკითხეთ წიგნი. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ.

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი