18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

189
SHARE

ვერძი
დილით დაისვენეთ და გამოიძინეთ, დაიწყეთ დღე ვარჯიშით. შუადღის შემდეგ საინტერესო და გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა.

კურო
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან. მეტი დრო დაუთმეთ აქტიურ დასვენებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
დღეს დასვენებას ნაკლებად მოახერხებთ. დილით საოჯახო საქმეები მოაგვარეთ, მოგვიანებით – სამსახურის. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით.

კირჩხიბი
ნაკლებად მოიშალეთ ნერვები და მეტად დაისვენეთ, დატკბით პოზიტივით. კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. ბავშვებთან ერთად გასართობად.

ლომი
იყავით მხიარული და ღიმილიანი. საინტერესო ნაცნობობა გელით, მათ შორის, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთანაც. მაგრამ საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ.

ქალწული
ნუ დარჩებით სახლში. შეეხმიანეთ მეგობრებს და დილიდანვე გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. იმხიარულეთ, გაერთეთ. თუმცა, საოჯახო ვახშამზე არ დააგვიანოთ.

სასწორი
კარგი დღე ელით აქტიურ და შემოქმედებით ნიშნებს. ნუ იზარმაცებთ და მთელ დღეს კომპიუტერთან, ტელევიზორის წინ ნუ გაატარებთ.

მორიელი
თუ გრძნობთ, რომ ბუნებაში გსურთ გასეირნება, შინ ნუ დარჩებით. კარგი დღეა შოპინგისთვის. ოჯახის წევრები გემრიელობებით გაანებივრეთ.

მშვილდოსანი
მეგობრებთან ერთად ბუნებაში გართობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. აგრეთვე კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად. შოპინგზე ოჯახის წევრებთან ერთად გაემართეთ.

თხის რქა
დღეს მოწყენის საშუალებას არავინ მოგცემთ. მეგობრები ქალაქგარეთ გასეირნებას შემოგთავაზებენ. ოჯახის წევრები საოჯახო საქმიანობაში აგიყოლიებენ.

მერწყული
დღეს ყველაფერს სხვანაირად შეხედავთ; თქვენს საყვარელ ადამიანსაც კი. საოჯახო ვალდებულებებს სიამოვნებით შეასრულებთ. მეგობრებთან იყავით გულწრფელი.

თევზები
დღეს თავგადასავლების მაძიებელი ხართ. მხიარულება და ავანტიურა გაგიტაცებთ. გაისეირნეთ ბუნებაში. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

Comments

comments