18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

889
SHARE

ვერძი
გილოცავთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა თანდათან მყარდება. მოულოდნელი წინადადება უახლოეს მომავალში კარგ სარგებელსა და დიდ წარმატებას მოგიტანთ. თავი შეიკავეთ დემონსტრაციული ქცევებისგან. გამოიყენეთ ბუნებით მონიჭებული ტაქტი ოჯახში და სამსახურში ეცადეთ, ოპონენტები განსაკუთრებულობის გამოვლინებით არ გააღიზიანოთ. დატკბით საკუთარი შრომის შედეგებით და დაძლიეთ ანგარების გრძნობა.

კურო
სიტუაცია თანდათან იძაბება. თქვენი მოქმედებების შედეგი შესაძლოა იყოს როგორც ტრიუმფი, ისე სრული მარცხი. ამ პოზიციებიდან ერთ-ერთში აღმოჩნდებით, რაც დიდხანს გაგრძელდება. მოერიდეთ ფულის გასესხებას, რადგან შეიძლება ფინანსურ სირთულეებს ვერ გაუმკლავდეთ.

ტყუპები
შესაძლოა, თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს, ფინანსურ სფეროს უსიამოვნო პრობლემები შეექმნას. თუ გრძნობთ, რომ არასაკმარისი რესურსები გაქვთ, ერიდეთ გაუმართლებელ რისკსა და ავანტიურას, რომელშიც შეიძლება დამარცხდეთ.

კირჩხიბი
შესაძლოა, ნეგატიური ტენდენციები თქვენს გეგმებზეც აისახოს. გამორიცხული არაა, რომ დასახული მიზნის მიღწევა გაგიჭირდეთ. გირჩევთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. ახლა ყველაზე კარგი იქნება, თუ მოვლენების ეპიცენტრს გაერიდებით და „ფსკერზე ჩაწვებით“.

ლომი
ამ დღეს ვიღაცის შურსა და გაღიზიანებას გამოიწვევთ. სამაგიეროდ, ხელმძღვანელობა და მასწავლებლები თქვენს კომპეტენციას სათანადოდ დააფასებენ. გაითვალისწინეთ, რომ მეტისმეტი თავდაჯერებულობა, საკუთარი უპირატესობის შეგრძნება და მაღალი ინტელექტი ყოველდღიურ ურთიერთობებში ხელს შეგიშლით.

ქალწული
მოულოდნელი ცნობის გამო, იძულებითი მივლინება ან მგზავრობა გელით. ბევრ ქალწულს შექმნილ სიტუაციაში საიმედო დასაყრდენის პოვნა გაუჭირდება. მთავარია, დაწყნარდეთ, დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ და ყველაფერი გააკეთოთ, რაც თქვენზეა დამოკიდებული.

სასწორი
დღის მეორე ნახევარში გაუთვალისწინებელი გარემოებები შეგექმნებათ და გეგმები ყოველ საათში შეგეცვლებათ. მუდმივ პარტნიორთან ურთიერთობაში გაუგებრობა წარმოგექმნებათ. თქვენი ცხოვრება ქაოსური გახდება. ბიზნესის განვითარებისთვის უფრო მეტი პუნქტუალურობა, ლოიალურობა და კომპრომისებზე წასვლა დაგჭირდებათ.

მორიელი
მეორე ნახევართან გაუგებარი სიტუაცია შეგექმნებათ, ოღონდ მხოლოდ დროებით, სანამ რომელიმე თქვენგანი ერთმანეთის მიმართ უპირატესობას იგრძნობს. ნუ მისცემთ ახლობელ ადამიანს თქვენს ხარჯზე შეცდომის დაშვების უფლებას.

მშვილდოსანი
მეტოქეებისგან ინტრიგები არ გამოირიცხება, თქვენი მტრები და ფარული მოწინააღმდეგეები საკმაოდ აქტიურად გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში დღის პირველი ნახევრიდანვე და სერიოზულად შეგიშლიან ხელს კარიერულ ზრდაში.

თხის რქა
ამ დღეს თქვენში შემოქმედებითი პოტენციალი გაიღვიძებს. ახალგაზრდობის შენარჩუნება, სილამაზე და მოხდენილი სხეული – ამ მიზანს დილიდანვე დაისახავთ. სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ. საჭიროა, სამყარო ისე აღიქვათ, როგორიც არის. თუკი ცხოვრებისგან მიღებულ გაკვეთილებს არ დააიგნორებთ, ასაკში ჯანმრთელობასა და შარმს შეინარჩუნებთ.

მერწყული
მოულოდნელად ძალიან ბევრ ძვირად ღირებულ ნივთს შეიძენთ. ბევრი სპონტანურად ნაყიდი ნივთი მოგვიანებით გაგაოცებთ. არ გამოირიცხება, რომ ამ თვეში უცნობი ადამიანისგან საჩუქარი მიიღოთ.

თევზები
ვარსკვლავები არ გირჩევენ ახალი მასალის შესწავლას. მოულოდნელად უამრავი მიზეზი გამოგიჩნდებათ მუშაობაში ხელის შესაშლელად. დაგეგმეთ ეს პერიოდი წიგნების წასაკითხად და ცოდნის გასაღრმავებლად.

FB კომენტარები

კომენტარი