18 „გრემის“ მფლობელი სოულის დედოფალი იუბილარია – არეტა ფრანკლინი 74 წლის გახდა

356
SHARE

„უბრალოდ დამსვეს ფორტეპიანოსთან და ჰიტებმა თავისით დაიწყეს მოსვლა…“ – ასე იხსენებს თავის პირველ ნაბიჯებს მუსიკაში არეტა ფრანკლინი.
თუმცა სანამ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს ეზიარებოდა. საკმაოდ რთული გზა განვლო. არეტას დედა – ბარბარა გოსპელის მომღერალი იყო, მაგრამ მან ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა არეტა 6 წლის იყო. ოჯახის მიტოვების შემდეგ არეტა ფრანკლინის დედა მალევე გარდაიცვალა. ბავშვობაში ფრანკლინი და-ძმებთან ერთად დეტროიტის ეკლესიის გუნდში მღეროდა, მან პირველი ჩანაწერი 14 წლის ასაკში გააკეთა.
არეტა ლეგენდარულმა ჯონ ჰამონდმა მალევე აღმოაჩინა და მან columbia records-თან დადო კონტრაქტი. მათ სურდათ, ფრანკლინი ჯაზის მომღერალი გაეხადათ, თუმცა ვერ მოახერხეს. 1960-იანი წლების დასაწყისში მისი რამდენიმე სიმღერა უკვე საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ დიდი წარმატებები ჯერ წინ იყო. ამ პერიოდში მას ორი ვაჟიშვილი შ12442925_1164052046972971_325871056_nეეძინა. მომღერალი ამ დროს მხოლოდ 16 წლის იყო, მას შვილების გამო სკოლის მიტოვება მოუხდა. 60-იანი წლების ბოლოს არეტამ სოულის დედოფლის წოდება მოიპოვა. 70-იანი წლების დასაწყისში მან ჩაწერა მრავალი ათეულის ლიდერი სიმღერა გოსპელის, r&b-ს, როკ-ენ-როლის სტილშიც. ასევე ჩაწერა და მშვენივრად შეასრულა ცნობილი სიმღერების ქავერ-ვერსიები, როგორიცაა: Eleanor Rigby (ბითლზი), Bridge Over Troubled Water (Simon & Garfunkel) და ა.შ.
1962 წელს არეტა ფრანკლინი ცოლად ტედ ვაითს გაჰყვა და ამის შემდეგ მეუღლე წლების განმავლობაში მისი მენეჯერი იყო.
1969 წელს ისინი დაშორდნენ. ფრანკლინი ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარს ყოველთვის გაურბოდა. ამჟამად არეტა ფრანკლინი დეტროიტში ცხოვრობს. 45-წლიანი კარიერის განმავლობაში ფრანკლინს მიღებული აქვს 18 „გრემი“, აგრეთვე 1987 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც როკ-ენ- როლის დიდების დარბაზში, 2005 წელს კი დიდი ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში დაჯილდოვდა. 1999 წელს იგი პრეზიდენტმა კლინტონმა ეროვნული ხელოვნების მედლით, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა 2005 წელს თავისუფლების მედლით დააჯილდოვა.

FB კომენტარები

კომენტარი