2003 წელს გამოსული კოლუმბიური სერიალის, „ფარული ვნების“ მეორე სეზონი ეკრანზე გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
ამას ადასტურებს ტელენოველის ერთ-ერთი მსახიობი, მიშელ ბრაუნიც. იგი არგენტინულ პორტალ FórmulaTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სერიალი 17 წლის შემდეგ ტელეეკრანებზე დაბრუნდება.
მეორე სეზონში თავად ბრაუნის გარდა ყველა მსახიობს ვიხილავთ.