17 წლის მოზარდმა ცოლი გაყიდა, მიღებული თანხით კი სმარტფონი იყიდა

ინდოეთში, 17-წლის მოზარდმა  26 წლის ცოლი 180 ათას რუპიად გაყიდა, აღებული თანხით კი სმარტფონი იყიდა.
როგორც გაირკვა წყვილი სამუშაოდ  რაჯასტანში გაემგზავრა რამდენიმე თვეში კი ის სახლში მარტო დაბრუნდა და თქვა რომ ცოლმა მიატოვა, თუმცა გოგოს ოჯახმა დაადგინა რომ ქმარმა ის რაჯასტანის მკვიდრს მიჰყიდა.

ამის შემდეგ პოლიციელები რაჯასტანში გაემგზავრნენ, მაგრამ იქ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ადგილობრივებს ქალის გაშვება არ უნდოდათ. სამართალდამცველებმა ქალის სახლში დაბრუნება მაინც მოახერხეს, სასამართლომ კი 17 წლის მოზარდი გამოსასწორებელ დაწესებულებაში გაგზავნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები