17 წლის გოგონა, ჩვილით ხელში თავი, რომ ირჩინოს და პატარა გამოკვებოს აღმაშენებელზე ყვავილებს ყიდის. ქმარი აფხაზეთში გადასვლისას დააკავეს და გამოსასყიდად 20 000 ითხოვენ…
თავად გაუსაძლის პირობებში უხდება ცხოვრება. გოგონას ისტორია საზოგადოებისათვის შემთხვევით გახდა ცნობილი.
სოციალურ ქსელში გოგონას ფოტოებთან ერთად შემდეგი სახის წერილი გავრცელდა:
“ვიყავით და ძლივს მივაგენით ისეთ საშინელ ადგილას ცხოვრობს, მანქანითაც ძლივს ავედით. აღმართი უსაშინლესი, საცხოვრებელი პირობები საერთოდ არ არის, ლამის შოკში ჩავვარდით.
გარეთ დაგხვდა, ბავშვს ეძინა, გველოდებოდა, ძალიან დათრგუნული და შეშინებული თუ დაბნეული, ან ყველაფერი ერთად…
თვითონაც ბავშვია, ამ საცხოვრებელში, რომელიც ფაქტობრივად გამოუსადეგარია საცხოვრებლად ყოველთვიურად 80 ლარს იხდის.
შიგნით ისევე ცივა, როგორც გარეთ, ფანჯრები ფანერებითა და „კარდონებით“ არის აჭედილი, იატაკი ჩანგრეული, არა საპირფარეშო, ეზოშია მაგის მსგავსი რაღაცა საშინელება, დაბანის საშუალებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ოთახებში, შმორის და საქათმის სუნი დგას უსაშინლესი, როგორ ართმევს ის უსინდისო იმ 80 ლარს აი ამ საშინელებაში მე არ ვიცი, კიდევ კარგი ისინდისა და ტელევიზორი მიუცია, შუქი მხოლოდ წინა შემოსასვლელ შუშაბანდშია, ოთახში ბნელა, მავთულით არის გაჭიმული უბრალოდ, მოგვიწია კაბელის გადატანა რომ სურათები გადაგვეღო ისე ბნელოდა.
პატარას ეძინა, ყური აღარ სტკიოდა ნუროფენი დაალევინა თურმე მეზობელმა და გაუყუჩა, ეძინა პატარა კნუტივით.
მომიყვა, რომ აქ ერთი წლის წინ ჩამოვიდა აფხაზეთიდან, გათხოვდა, დაორსულდა… ქმარს ბანკის ვალი ჰქონდა, სამსახურს ვერ შოულობდა და ძმამ, რომელიც აფხაზეთში მუშაობდა, იქ არალეგარლურად გადასვლა და დასაქმება შესთავაზა… იქ რომ გადავიდნენ ჩემი მეუღლე დაიჭირესო, – მითხრა. ახლა 20 000 გვთხოვენ, რომ გამოუშვანო, თანხა არ გვაქვსო. დედამთიმა სახლიდან გამომაგდოო“.
—
“თამთა აღმაშენებელზე დავინახე. ჩვილი ბავშვით ხელში, თავდახრილი იასამნებს ყიდიდა… ძალიან მეჩქარებოდა. შევჩერდი. დახმარება გჭირდება-მეთქი? მორცხვად და დაბნეულად მიპასუხა -კიო. ნომერი ჩავიწერე. ვიცოდი, მე თუ ვერა – ჩემი მეგობრები მაინც შეძლებდნენ მის მონახულებას და რამით დახმარებას. გუშინ, ჩემი მეგობარი ეკა უკვე მეორედ იყო თამთასთან… სხვებმაც გავუგზავნეთ ცოტა საკვები, სამოსი, ფული…
ყურის ანთებიანი ბავშვისთვის დავუტოვეთ წამლები და წამოვიღეთ იქიდან მისი ამბავი …
პირველ რიგში, ვფიქრობ მოვძებნოთ საცხოვრებელი ადგილი ნორმალური პირობებით, რომელსაც როგორმე, საერთო ძალებით ვუქირავებთ. თუნდაც უახლოესი სამი თვის განმავლობაში რომ ამ სიცხეში არ ჰყავდეს ბავშვი ქუჩაში… სადაც კი არ მათხოვრობს – მუშაობს! ყიდის ყვავილებს, ჩვილით ხელში. სხვა რა სახის დახმარებაც შეგიძლიათ მოგვწერეთ და ერთობლივად შევძლებთ რამის გაკეთებას. თამთა 17 წლის არის”.
17 წლის თამთასსთვის დახმარების გაწევის მსურველებს შეიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 593219621