ვერძი
სამსახურში მეტი დიპლომატიურობა გმართებთ. კოლეგები ჭირვეულები არიან და შეიძლება დათმობაზეც მოგიწიოთ წასვლამ. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.
კურო
წარმატებული დღე გელით, თუ არ იზარმაცებთ და იშრომებთ. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მეტად გაიღიმეთ და იხუმრეთ. საღამოს სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, მეგობრებთან ერთად მხიარულება დაგეგმეთ.
კირჩხიბი
სასიამოვნო ცვლილებების დღეა. გარშემო მყოფები – ოჯახის წევრებით დაწყებული კოლეგებით დამთვრებული – ცდილობენ ყველაფერში გასიამოვნონ. აღიარება და შექებაც გელით.
ლომი
მხიარული და მსუბუქი დღე გელით. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები გავლენიან ადამიანებთან. საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ.
ქალწული
დღეს გარშემო მყოფებისთვის მისაბაძი გახდებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, საყვარელ ადამიანთან. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
სასწორი
საინტერესო მომენტებით დატვირთული დღე გელით. სამსახურის საქმეები მარტივი და სასიამოვნო მოგეჩვენებათ. შუადღის შემდეგ თავისუფალი დროც გამოგიჩნდებათ. გაინებივრეთ თავი საჩუქრით, საყვარელ ადამიანს სიურპრიზი მოუწყვეთ.
მორიელი
მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანთან ურთიერთობას. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ და გამოიძინეთ.
მშვილდოსანი
უფროსის კეთილგანწყობას დაიმსახურებთ. იდეები თანამოააზრეებს გაზიარეთ. საღამო ოჯახის უმცროს წევრებთან ერთად გაატარეთ, მოსაწყენად არ გეცლებათ.
თხის რქა
თქვენი ოპტიმისტური გაწყობილება და საქმის სიყვარული უამრავ საქმეს მოგაგვარებინებთ. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად შინ გაატარეთ.
მერწყული
მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. კოლექტიური მუშაობის დროს უკეთ გაიცნობთ კოლეგებს. პირად ცხოვრებაში არჩევანის წინაშე დადგებით – ან თეატრში წასვლა, ან ოჯახური ვახშამი.
თევზები
ნუ გადადებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. გარშემო მყოფებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, იმოქმედეთ სასურველის მისაღწევად. საღამოს სიმშვიდე და მყუდროება მოგინდებათ, მაგრამ ბავშვები არ დაგაცდიან