ვერძი
ძველი და თითქმის დავიწყებული კინკლაობის გამო, ოჯახში სერიოზული კონფლიქტი და გაუცხოებაა მოსალოდნელი. ზოგადად, ამ დღეს კონფლიქტებისკენ ხართ მიდრეკილი, ამიტომ მოერიდეთ მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას.
კურო
მოსალოდნელია საკვებზე ალერგია და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ ერიდეთ ეგზოტიკური, ზედმეტად ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღებას. უარი თქვით სინთეტიკური პროდუქტებისა და სასმელების დაგემოვნებაზე. გახსოვდეთ, ეს მარტივი რჩევები ბევრი უსიამოვნებისგან დაგიცავთ.
ტყუპები
სიყვარულით სავსე ხართ და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობთ. გაითვალისწინეთ, შესაფერისი დღეა ქორწინებისთვის, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ამ დღეს ჩასახული ბავშვი უბედნიერესი იქნება.
კირჩხიბი
იანვარი უამრავ სასიამოვნო ცდუნებას გპირდებათ. დღის მეორე ნახევარში მაცდური და გამომწვევი ქცევისკენ იქნებით მიდრეკილი. სურვილი გექნებათ, სარისკო კავშირები გააბათ და ისეთ ადგილებს ეწვიოთ, სადაც ყველა ვერ ბედავს გამოჩენას. გირჩევთ, საკუთარი ქცევები და ემოციები აკონტროლოთ, თორემ მოგვიანებით, სინანული აღარ გიშველით.
ლომი
ხვალ წარმატება იმ ლომებს ელით, რომლებიც სახლში შრომობენ ან ოჯახური პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებული. რაც უფრო ნაკლებად ეცდებიან თქვენს გაცდენას, მით უფრო სწრაფად დასრულდება საქმე. შესაფერისი დღეა იატაკისა და ფანჯრების დაწმენდისა და ზოგადად, სახლში წესრიგის დამყარებისთვის.
ქალწული
ახალდაქორწინებულები აღფრთოვანებული არიან ქალწული მეუღლეებით და ბედნიერებას ვერ მალავენ. ახალი შთაბეჭდილებების ძიების დროს, იმ ადამიანებს ნუ დაივიწყებთ, რომლებთანაც ბედმა დიდი ხნის წინათ დაგაკავშირათ. გახსოვდეთ, რომ მათ ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში შეგიძლიათ ენდოთ.
სასწორი
ამ დღეს ნებისმიერ შემოქმედებით გადაწყვეტილებას მარტივად მიიღებთ. იღბალი თქვენს მხარეს იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები მიიღოთ. მაგალითად, მოგზაურობა ან ახალი ნაცნობობა.
მორიელი
ვარსკვლავები არ გირჩევენ აქტიურ ქმედებებს, რემონტის ან მშენებლობის დაწყებას. დიდი ალბათობით, ოჯახის წევრების თხოვნებს დააიგნორებთ და არ უპასუხებთ. იპოვეთ თქვენთვის საინტერესო საქმე და თქვენი აპათია დიდი ენერგიულობით შეიცვლება.
მშვილდოსანი
ამ დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე უარს იტყვით ან მეგობრებისა და თქვენთვის საინტერესო ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება. ნუ იტყვით უარს მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობაზე. ესტუმრეთ მათ ან მოიწვიეთ ისინი სტუმრად – ეს იდეალური საშუალებაა ინფორმაციის მრავალფეროვნებისთვის, რომელიც შეგიძლიათ საუკეთესო მიზნებისთვის გამოიყენოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან დაამყაროთ კონტაქტი. ერთად იმოგზაურეთ ან უბრალოდ, გაისეირნეთ საინტერესო ადგილებში. კარგი იქნება, თუკი შუა ზამთარში საკუთარ თავს ბევრ ზაფხულს აჩუქებთ. ამის საშუალებას კი თქვენგან წამოსული ბევრი სითბო მოგცემთ.
მერწყული
ამ დღეს შესაძლოა, დაიღალოთ. ასევე, არ გამოირიცხება, ქრონიკულმა დაავადებებმა შეგახსენოთ თავი ან პესიმისტურმა შეხედულებამ განწყობა გაგიფუჭოთ. მოისმინეთ კლასიკურ მუსიკა, რადგან ეს მოგცემთ საშუალებას, ახლოს იყოთ ბუნების რიტმებთან. ეს სიმშვიდესა და ჰარმონიას მოგანიჭებთ.
თევზები
ამ დღეს სიურპრიზები გელოდებათ. ოჯახში სიახლეები არ გამოირიცხება. კატასტროფული და საშიში არაფერი მოხდება, უბრალოდ, პრიორიტეტები შეიცვლება. მიჰყევით ცხოვრების დინებას, ნუ გამოიჩენთ ინიციატივებს და ნუ აჩქარდებით.