17 დღე მოკავაოს ტყეში – მაუის ისტორიაში ყველაზე დიდი სამაშველო ოპერაცია და ნაპოვნი ინსტრუქტორი

2019 წლის მაისში, 35 წლის ამანდა ელერი, იოგას ინსტრუქტორი, ჰავაის შტატის ქალაქ მაუიზე, უღრან მოკავაოს ტყეში მოკლე ლაშქრობაში გაემგზავრა. ის ტყეში რამდენიმე წუთით მედიტაციას და შემდეგ მანქანაში დაბრუნებას გეგმავდა (მას ტელეფონი და საფულე დარჩა).. მაგრამ, ერთ წამში ყველაფერი შეიცვალა.
მედიტაციის შემდეგ, მან განაგრძო სიარული… და შეუმჩნევლად გადაუხვია მთავარი გზიდან. ხეები ერთნაირი ჩანდა, ბილიკები ერთმანეთში იყო გადახლართული, ჩრდილები კი უფრო ღრმავდებოდა. ამანდამ უკან დაბრუნება სცადა, მაგრამ ნაცნობი გზა ვერ იპოვა. ის უზარმაზარი, დაუნდობელი ტყის შუაგულში აღმოჩნდა…ის, რაც მშვიდობიანი დღით დაიწყო, ნელ-ნელა გადარჩენისთვის ბრძოლად გადაიქცა.
მას არც საჭმელი ჰქონდა, არც წყალი, არც ტელეფონი. მხოლოდ საკუთარი ფიზიკური გამძლეობა – და სული, რომელმაც სასტიკი გამოცდა გაიარა.
ის ფეხშიშველი დადიოდა და ერთი დაცემის დროს მძიმედ დაიზიანა ფეხი, რაც ყოველ ნაბიჯს ართულებდა, კენკრას და ველურ მცენარეებს მიირთმევდა, ნაკადულებიდან წყალს სვამდა და ხის ფესვებს შორის ეძინა. ყოველი დღის განმავლობაში მზე, ტენიანობა და შიმშილი მას კიდევ უფრო და უფრო ასუსტებდა. ჭრილობები და ინფექციები თავის კვალს ამჩნევდა…
ხშირად, თავშესაფრის საპოვნელად ციცაბო კლდეზე ცოცვა უწევდა. ერთი ღამე გარეული ღორის ბუნაგში გაატარა, რომ თბილად დარჩენილიყო.
მან ტყის თავზე ვერტმფრენების ხმა გაიგო. ყვიროდა და ხელებს აქნევდა… მაგრამ ტყე ძალიან ხშირი იყო და პილოტებისგან მთლიანად მალავდა.
ამასობაში, მაშველები, მოხალისეები, პილოტები და მაძიებლები მონაწილეობდნენ მაუის ისტორიაში ყველაზე დიდ სამაშველო ოპერაციაში. დღითი დღე იმედი ქრებოდა, მაგრამ მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა დანებებაზე უარი თქვა. მან კერძო პილოტი დაიქირავა ოფიციალური ჯგუფებისთვის მიუწვდომელი ტერიტორიის შესასწავლად.
და მეჩვიდმეტე დღეს… დღე, რომელიც შეიძლებოდა მისი უკანასკნელი ყოფილიყო…პილოტმა ვიწრო ხეობა გადაუფრინა ფარულ ჩანჩქერთან ახლოს დაინახეს ამანდა: დაღლილი, გამხდარი, დამწვარი, მაგრამ სასოწარკვეთილად აქნევდა ხელებს მათკენ.
როდესაც მაშველებმა მასთან მიაღწიეს, აღმოაჩინეს, რომ მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული და წონაში მნიშვნელოვნად დაკლებული იყო, თუმცა მის თვალებში სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი ენთო…
გადარჩენის შემდეგ მან თქვა:
„მე მშიოდა და მეშინოდა, მაგრამ ჩემში პატარა, ხმამაღალი სიმართლე იყო: არ დანებდე“.
მისმა ისტორიამ მსოფლიო შოკში ჩააგდო – გადარჩენის წარმოუდგენელი თავგადასავალი, რომელმაც გაოცებაც და კითხვაც დატოვა: როგორ გადარჩა ამდენ ხანს? და როგორ ვერ იპოვეს, მასშტაბური ძებნის მიუხედავად?
და ყველა დავის მიუხედავად, ერთი სიმართლე რჩება:
ადამიანის ნება, როდესაც ის სიცოცხლეს ეჭიდება და ღმერთს ეყრდნობა, შეუძლია ტყეებში, სიბნელეში, შიმშილში, შიშში… და მიაღწიოს იმასაც კი, რაც შეუძლებლად გვეჩვენება.
წყარო – ნინო სალუქვაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები