17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეეცადეთ თავი შეიკავოთ მძაფრი ემოციური რეაქციებისგან, შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა და ნებისმიერ საქმეს თავს გაართმევთ. ბრმად ნურავის ენდობით და კარგად დაფიქრდით შედეგებზე.

კურო

მოერიდეთ შურისა და ეგოიზმის გამოვლინებას, თავი შეიკავეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტისგან და ნუ იტრაბახებთ წარმატებებსა და მიღწევებზე პირად თუ საქმიან სფეროსთან დაკავშირებით.

ტყუპები

დღეს თქვენს სიტყვებსა და მოქმედებებს დიდი გავლენა ექნება შემდგომ კარიერულ წარმატებებსა და ფულად შემოსავლებზე. ამიტომ იყავით მაქსიმალურად ყურადღებით აზრის გამოხატვისას.

კირჩხიბი

შესაძლოა წარმოქმნილ რთულ სიტუაციაში ან რაიმე საიდუმლო ამოცანის გადაჭრისას გაგიჭირდეთ სწორი ლოგიკური პასუხების მოძიება და დასკვნების გაკეთება. ნუ შეშინდებით, თქვენი ინტუიციის წყალობით დღეს დაუჯერებელ წარმატებას მოიპოვებთ.

ლომი

შეგიძლიათ დიდებულად წარმოაჩინო თქვენი შემოქმედებითი უნარები, დაიწყეთ რაიმე ახალი, იქნება ეს შემეცნებასთან დაკავშიებული თუ პირად-სასიყვარულო სფერო, მოერიდეთ ჩვეულებრივი სცენარით მოქმედებას. შეიტანეთ სიახლეები თქვენს ქმედებებში.

ქალწული

გარშემომყოფთა გამაღიზიანებელი ქმედებები და აკვიატებული, აბეზარი ფიქრები მოსვენებას დაგიკარგავთ და ყოველდღიური წვრილმანი საქმეების გაკეთებაც კი გართულდება. დღეს სჯობს დაისვენოთ.

სასწორი

იღბლიანი დღეა, სასიხარულო ამბები გელოდებათ, შესაძლოა მიიღოთ ფული, რომელსაც არ ელოდით, საინტერესოდ დასრულდეს თქვენი სასიყვარულო ისტორია და ოჯახი შექმნათ ან რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოხდეს, რაც სიხარულს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში.

მორიელი

შესაძლოა ირგვლივმყოფების კრიტიკულმა შენიშვნებმა და გამოხტომებმა წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. ასე რომ არ მოხდეს გადაერთეთ სხვა თემებზე, ან ფიზიკურად დაიხარჯეთ: ირბინეთ, იცურავეთ აუზში, გააკეთეთ რაიმე საინტერესო.

მშვილდოსანი

სასურველია ყური მიგდოთ ახლობლებისა და მეგობრების რჩევებს, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. ყველაფერი, რასაც დღეს აკეთებთ წამიერი გადაწყვეტილებებისა და საკუთარი ამბიციური სურვილებითაა ნაკარნახები და ლოგიკას არ ექვემდებარება.

თხის რქა

შესაძლოა დღეს ყველაფერს რაც თქვენს ირგვლივ ხდება ზედმეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ, ამასთან ერთად უზომოდ გააზვიადებთ შემთხვევითობებს და მინიშნებებს. შეეცადეთ მოთოკოთ ემოციები.

მერწყული

შემთხვევით შექმნილი გარემოება საშუალებას მოგცემთ მთელი კოლეგების, ახობლებისა თუ ხელძღვანელობის წინაშე მოახდინოთ თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირება და მოიპოვოთ კარგი პროფესიონალის რეპუტაცია.

თევზები

ინტრიგების და მოტყუების ალბათობაა. შესაძლოა ვინმემ თავისი ეშმაკური მიზნებისთვის გამოგიყენოთ, ამიტომ სასურველია დღეს შორს დაიჭიროთ თავი სხვათა საქმეებში ჩარევისა და მონაწილეობისგან.

კომენტარები

სხვა სიახლეები