17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დასვენება ენერგიით აგავსებთ. ხელსაყრელი დღეა ერთობლივი ღონისძიებებისა და კოლექტიური დასვენებისთვის. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ოჯახური საქმეები ან პირადი ხასიათის პრობლემები. მოსალოდნელია ცუდი ამბავი – დაძაბულობა პიკს მიაღწევს. ეცადეთ ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. საღამოს გამორიცხული არ არის პრობლემები ბავშვებთან ურთიერთობაში და კამათი მეუღლესთან.

კურო

ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, ამ დღეს ძველი პრობლემის მოგვარება შეძლოთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. აღიარებას და წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ რეალობის ობიექტურად შეფასებას შეძლებთ. ახლობელი ადამიანის მხარდაჭერა მის ერთგულებაში კიდეევ ერთხელ დაგარწმუნებთ.

ტყუპები

საშიში დღეა, რომელსაც მცდარი წარმოდგენები, ცრუ დაპირებები და ტყუილები ახლავს. შესაძლოა, უსიამოვნო ამბავი შეიტყოთ. ერიდეთ ბნელ ქუჩებში მარტო სეირნობას. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავება ჯობს. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს – მოსალოდნელია კვებითი ინტოქსიკაცია.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემა მოაგვაროთ, თუმცა ოცნებების ასრულებამდე ჯერ ადრეა. თუ მომხდარის რეალურად შეფასებას შეძლებთ, წარმატება და აღიარება გარანტირებული გაქვთ.

ლომი

მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და კოლექტიური ღონისძიებებისთვის, სადაც ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, თქვენ იქნებით. ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეები, პარტნიორებთან კი უთანხმოებაა მოსალოდნელი.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა. სამსახურშიც და ოჯახშიც პრობლემებია მოსალოდნელი. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მხოლოდ წინდახედული მოქმედება და ობიექტურობა შეამცირებს. ქალებს რომანტიკული ურთიერთობის დასასრული ელით.

სასწორი

დასვენებისა და განვლილი გზის შეფასების დროა. ამ დღეს ხელსაყრელია სპორტული ვარჯიშები და ხანგრძლივი სეირნობა. გირჩევთ, სხვების აზრი ნაკლებად გაითვალისწინოთ და დახმარებას არ ელოდოთ. თუ შესაძლებელია, თხოვნაზე უარით არავის უპასუხოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მოგვარდება, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, რომ დაუფიქრებელი სიტყვით არ გაანაწყენოთ.

მორიელი

ეცადეთ, მოქმედების გეგმა დამოუკიდებლად შეიმუშავოთ და გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. თავი შეიკავეთ საკუთარ პრობლემებზე საუბრისგან, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი – ეს პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებაში ნეგატიური ცვლილებები.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს ძველი პრობლემის მოგვარება შეძლოთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ვარსკვლავები წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გპირდებიან, თუ თქვენი გრძნობები გრძნობებსა და საკუთარი სიმართლის განცდაზე იქნება დაფუძნებული.

თხის რქა

არახელსაყრელი დღეა. თქვენი ნებისმიერი მცდელობა და მონდომება შედეგს ვერ მოიტანს. შეამცირეთ ურთიერთობა და მთლიანად უარი თქვით ახალ ნაცნობობაზე. ოჯახსა და პარტნიორებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ვარსკვლავები ვერძისა და ტყუპების ნიშნით დაბადებული ადამიანების მხრიდან მომდინარეე საფრთხეების შესახებ გაფრთხილებენ.

მერწყული

ამ დღეს სხვადასხვა საქმიან ოპერაციაში წარმატება გელით, თუმცა დიდი ფინანსური შემოსავლის იმედი ნუ გექნებათ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს.

თევზები

პასიური დღეა. თავი შეიკავეთ აქტიური მოქმედებებისგან. უსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევას და სიბრძნე და გონიერება გამოიჩინოთ. თუ შესაძლებელია, თხოვნის შესრულებაზე უარი არავის უთხრათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები