17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

791
SHARE

ვერძი
ამჟამად წარმატებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. თუ საზღვარგარეთ მგზავრობა გაქვთ დაგეგმილი, ისიც წარმატებული იქნება. თქვენი დახმარება მეგობრებისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდება და იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე გასცემთ. დაუყოვნებლივ მოქმედება დაიწყეთ, რომ უნიკალური შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

კურო
რეგულარული ინვესტიცია დაგეხმარებათ თანხა უძრავ ქონებაში ჩადოთ, თუმცა მოვლენათა არასასურველმა განვითარებამ შეიძლება თქვენი შრომის შედეგი გააქარწყლოს. თავიდან დაიწყეთ. კეთილსინდისიერი შრომა და მოვალეობის პირნათლად შესრულება თქვენი პიროვნული ზრდის სტიმული გახდება.

ტყუპები
ამ დღეს კომუნიკაბელურ ტყუპებს ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა შეუძლიათ, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობებში არასტაბილურობა იგრძნობა. ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას ხელიდან, ძველი შეცდომები გამოასწოროთ და ურთიერთობა დაალაგოთ.

კირჩხიბი
ამ პერიოდში შემოსავლებით კმაყოფილი იქნებით. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყაროც გამოჩნდეს. ყველა სასურველი ნივთის შეძენას შეძლებთ. სამუშაო მოგემატებათ, მაგრამ ამაზე არ უნდა ინერვიულოთ. სამუშაო დღეს თუ გონივრულად დაგეგმავთ, ყველაფერს შესანიშნავად მოასწრებთ.

ლომი
ამ დღის მთავარი საზრუნავი მატერიალური მდგომარეობაა. შესაძლოა, ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, სერიოზული კონფლიქტიც მოხდეს. 21 საათის შემდეგ სიმშვიდე დაისადგურებს და მხარეები კომპრომისზე შეთანხმდებიან. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, ენერგიას ტყუილად ნუ ხარჯავთ და გადაუჭრელი პრობლემების მოგვარება სამომავლოდ გადადეთ.

ქალწული
პასიური დღეა. დაავადება, რომელიც ამ დღეს თავს იჩენს, ბლოკირებულია და სხვა ორგანოებზე არ გადავა, მაგრამ ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. ამჟამად აჩქარება არ შეიძლება. გახსოვდეთ, გამოჯანმრთელების საწინდარი ექიმის მითითებების ზედმიწევნით შესრულებაა.

სასწორი
ამ დღეს თქვენი ხელმძღვანელი და პარტნიორი თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ დაგელაპარაკებათ. კოლეგები ყველანაირად შეეცდებიან, საკამათოდ გამოგიწვიონ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად მოერიდოთ სამსახურსა და სასწავლებელში კონფლიქტურ სიტუაციებს.

მორიელი
თქვენი შრომა უარყოფით შედეგს გამოიღებს, ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ. კეთილსინდისიერი მუშაობა და მოვალეობების შესრულება, როგორც მინიმუმ, ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი
ეს დღე ბევრ საქმეში წარმატებული იქნება. მუშაობა სასარგებლო კონტრაქტებსა და საინტერესო შემოთავაზებებს მოგიტანთ. სახლში ახალი ადამიანები გაჩნდებიან და ასევე, შესაძლებელია ოჯახის წევრების რიცხვიც გაიზარდოს. მიმოიხედეთ გარშემო, აუცილებლად შენიშნავთ ერთგულ ადამიანს, რომელიც ბედისწერამ გამოგიგზავნათ.

თხის რქა
მოემზადეთ ღალატისთვის და ინტრიგებისთვის. ნუ დაელოდებით სხვებისგან მადლობას და ნუ განაწყენდებით – საბოლოოდ ყველაფერი ოდესმე სრულდება.

მერწყული
მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენს შეთავაზებებს აღტაცებით არ შეხვდებიან. მეტოქეები შეეცდებიან, დაამტკიცონ, რომ თქვენი იდეა ვერ განხორციელდება, ეკონომიკურად მომგებიანი არ არის და რისკზე წასვლას მოითხოვს. გამოიჩინეთ მტკიცე პოზიცია. მკაცრად დაარწმუნეთ მოსაუბრე საკუთარ სიმართლეში.

თევზები
პლანეტების მდებარეობა ღრმა ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებთ კარიერაში ან სოციალურ სტატუსში. ბევრი თქვენგანი მიიღებს შეთავაზებას (საქმიანს ან პირადს). სანამ ახალ წინადადებას მიიღებთ ან დააიგნორებთ, აუცილებლად საგულდაგულოდ აწონ-დაწონეთ, რადგან იმპულსურად გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ სარისკოა.

FB კომენტარები

კომენტარი