17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

73
SHARE

ვერძი
დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნებები. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის ჩხუბითა და მუშტებით დამტკიცებას. სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ.

კურო
ერუდიცითაა და გარეგნობით დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. საქმეების პარალელურად ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. კოლეგა, ყავაზე დაპატიჟეთ და სიმპათია შეიძლება რომანში გადაიზარდოს.

ტყუპი
მუშაობის განწყობა არ გექნებათ, დასვენება და გამოძინება გსურთ. დროა, დაფიქრდეთ სამსახურის შეცვლაზე, დასვენებაზე. მეგობრებთან ერთად განიხილეთ ტურები.

კირჩხიბი
რადიკალური გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. დაძაბულობის მოსახსნელად ეწვიეთ სპა-ცენტრს, სილამაზის სალონს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ლომი
ნუ შეეშინდებათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების. მეტად გაბედულად იმოქმედეთ. წარმატებას მიაღწევთ, თუ სწორად გადაანაწილებთ პრიორიტეტებს.

ქალწული
კარგი დღეა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად. იყავით მეტად გაბედული, დადექით ყველას წინ. თუ შიშს დაძლევთ, საყვარელი ადამიანის ან მეგობრის მხარდაჭერით თქვენი კარიერა მკვდარი წერტილიდან დაიძვრება.

სასწორი
ჩამოყალიბდით რისი მიღწევა გსურთ და ამოქმედდით. ყველაფერს მიაღწევთ, თუ მაქსიმალურად მოინდომებთ და დაკვირვებულად იმოქმედებთ.

მორიელი
უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი, თქვენ გარეშე არაფერი მოგვარდება. საქმეების ან ვალდებულებების ნაწილი ერთგულ და გამოცდილ ადამიანს გაუნაწილეთ. ისწავლეთ პასუხისმგებლობის განაწილება და ყველა ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ.

მშვილდოსანი
დროა, ობიექტურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები. მგონი, საკმაო ცოდნა და გამოცდილება დაგიგროვდათ და დროა, კარიერული წინსვლისთვის იბრძოლოთ. თუმცა, ჯერ დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ.

თხის რქა
დღეს მიხვდებით, რომ საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად თქვენს ცხოვრებას შემოქმედება აკლია. საღამოს შეიძინეთ საღებავები, ფუნჯები და შემოქმედებით საქმიანობაში გამოსცადეთ საკუთარი თავი.

მერწყული
საქმეები კარგად მიგდით და დროა, დასვენებაზეც დაიწყოთ ფიქრი. დაიწყეთ შვებულებისთვის ფულის მოგროვება, შეარჩიოთ მარშრუტი, საყვარელ ადამიანთან ან მეგობართან ერთად განიხილეთ ტურები.

თევზები
ყურადღებით განიხილეთ როგორც ახალი სამსახურებრივი შემოთავაზებები, ისე დასვენების ვარიანტები. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ურთიერთობისას; არ გაამხილოთ გარშემო მყოფთა საიდუმლოებები.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი