17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

53
SHARE

ვერძი
სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები, ახალი პროექტების დაწყება. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, გამოიძინეთ.

კურო
მეტად დაისვენეთ. დღეს აქტიური ქმედებებიც კი არ მოგიტანთ შესაბამის შედეგს. სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება, თათბირი.

ტყუპი
სხვა დღისთვის გადადეთ დღეს დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეები. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები, გამოითავისუფლეთ უქმეები.

კირჩხიბი
დილითვე დაასრულეთ სამსახურის საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებებს. საღამოს ოჯახის წევრები გემრიელი ვახშმით გაანებივრეთ.

ლომი
არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები. სხვა დღისთვის გადადეთ შეხვედრები კლიენტებთან და ბიზნესპარტნიორებთან. საღამო შინ გაატარეთ; დაისვენეთ და გამოიძინეთ.

ქალწული
დღევანდელი დღე დასვენებას დაუთმეთ. მაქსიმალურდა შეამცირეთ საქმიანი და საოჯახო ვალდებულებები. საღამოს გვიანობამდე შინ ნუ გაჩერდებით, საყვარელ ადამიანს ან მეგობრებს შეხვდით.

სასწორი
დილიდან გაგიუმჯობესდებათ განწყობა. დაასრულეთ საქმეები, რათა უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატაროთ. ჩამოწერეთ საყიდლების სია, მოაწესრიგეთ პირადი ნივთები.

მორიელი
ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, დაასრულეთ უკვე დაწყებულები. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
სამსახურში ყველაფერი წესრიგში გაქვთ. თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს. დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს. საღამო შინ გაატარეთ, მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები და ოჯახის წევრები გემრიელი ვახშმით გაანებივრეთ.

თხის რქა
სამსახურის საქმეებისგან დაისვენეთ, მაგრამ რადგან უსაქმოდ ვერ გაძლებთ, დაესწარით სემინარებს, უყურეთ ონლაინ ტრენინგებს, წაიკითხეთ პროფესიული ლიტერატურა.

მერწყული
სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები და დღევანდელი დღე დასვენებას, გამოძინებას დაუთმეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თევზები
მაქსიმალურად დაკვირვებით და სწრაფად მოაგვარეთ საქმეები, რათა მეტი დრო დაგრჩეთ დასვენებისთვის. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. უმჯობესია, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ დასასვენებლად.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი