16 წლის გოგონას, რომელსაც დედა არ ჰყავს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

 

16 წლის ნინი დიაკონიძეს, რომელსაც დედა არ ჰყავს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

გოგონას ხერხემალზე სასწრაფო ოპერაცია თურქეთში, უნდა ჩაუტარდეს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

“ნინი დიაკონიძე 16 წლისაა და მძიმე ცხოვრების გადატანა უწევს, ნინი 7 წლის იყო დედით რომ დაობლდა. ცხოვრებამ ეს გასაჭირი არ აკმარა და ამას დაერთო თან ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესება. დაუდგინდა მეოთხე ხარისხის სქოლიოზი, წლების განმავლობაში ვცდილობდით თანხის მობილიზებას, ოპერაცია ჩაუტარდა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, ერთი ოპერაცია არ აღმოჩდა საკმარისი, მეორე ოპერაცია 3 თვეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ისევ და ისევ თანხის არ ქონის გამო დაგვიანდა გადაყვანა. კორსეტისგან გაუღიზიანდა კანი, დაეწყო სეფსისი, ბავშვი სასწრაფოდაა გადასაყვანი თურქეთში. ოპერაციის ღირებულებაა 17 700$, თანხის ნაწილი გვაქვს. ძალიან გთხოვთ, დაუდგეთ ჩემს ობოლ გოგონას გვერდით”,- ამბობს გოგონას ახლობელი.

საქართველოს ბანკი #GE69BG0000000681827700 თიბისი ბანკი

#GE86TB7908845061100067

მიმღები მარიამ მჭედლიძე.

1ლარი 0901701381

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები