16 წლის გარდაცვლილ ბიჭს მეგობრებმა „უკანასკნელი გოლი გაატანინეს“ (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ხშირად წავაწყდებით ხოლმე ისეთ ვიდეოსა თუ ფოტოს, რომელიც ჩვენ გაოცებას იწვევს. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეო, რომელზეც ასახულნი არიან ბიჭები, რომლებიც ერთად თამაშობენ ფეხბურთს და მათ გარდაცვლილ თანაგუნდელს „უკანასკნელი გოლის გატანაში“ ეხმარებიან.

ვიდეო მექსიკელმა ბიჭებმა ჩაწერეს, Twitter–ზე კი ალექს სტოუნმა დადო წარწერით: „16 წლის ბიჭი მოკლეს მექსიკაში. მისმა თანაგუნდელებმა მისი ცხედარი იქ მიიტანეს, სადაც ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს და „საშუალება მისცეს, უკანასკნელი გოლი გაეტანა“. ასეთი ადრე არაფერი მინახავას“.

54-წამიან ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამენ ბურთს გარდაცვლილის სასახლის მიმართულებით, რომელიც კუბოს ხვდება, ისხლეტს და კარისკენ მიდის. შემდეგ კი ყველა გარბის კუბოსკენ, ეხვევა მას და ტირის.

Reuters–ის ცნობით, 16 წლის მექსიკელი ბიჭი, ალექსანდრ მარტინეზი მოკლეს და აღნიშნული სამართალდამცავებს ბრალდებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები