16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ცვლილებებისა და ახალი წამოწყებებისთვის საუკეთესო დროა. ბედი მოულოდნელი საფრთხეებისგან დაგიცავთ. ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ, არ უნდა გარისკოთ.

კურო
მიმდინარე თვის სასიამოვნო ფინანსური ტენდენციების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ფულის ხარჯვა გელით: ვიღაცისთვის ეს ბავშვებს უკავშირდება, ვიღაცისთვის ოჯახს, ვიღაცისთვის გართობას და რომანტიკულ თავგადასავლებს. ეცადეთ, ყველა საქმე გაარკვიოთ, რომ ტყუილის მსხვერპლი არ გახდეთ. ავანტიურისტულ წინადადებებს არ დასთანხმდეთ.

ტყუპები
დღის პირველ ნახევარში სამსახურში უსიამოვნო პრობლემები გელით. გამორიცხული არაა სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან უსამართლო პრეტენზიები, თუმცა ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით. გირჩევთ, საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა არ ისაუბროთ. ერიდეთ კრედიტებს და ვალებს და ეცადეთ, უკვე აღებული ვალი დროულად დააბრუნოთ.

კირჩხიბი
წარმატებული პერიოდია მემკვიდრეობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ეცადეთ, საქმიან წინადადებებზე სწრაფი რეაგირება გქონდეთ – მათ შორის, ბევრი თქვენს ყურადღებას იმსახურებს. აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დოკუმენტების გაფორმებით დაკავდეთ.

ლომი
გაითვალისწინეთ, რომ დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება თქვენი რეპუტაცია დააზიანოს. საეჭვოა, რომ დღეს ვინმემ თქვენი ორიგინალურად მუშაობის მეთოდი დააფასოს. ეცადეთ, საკუთარი მოქმედებები კრიტიკულად შეაფასოთ და გარშემომყოფთა ღირსება არ შელახოთ.

ქალწული
ავადმყოფობა, რომელიც დღეს შეგაწუხებთ, ქვეცნობიერ შიშებს, ბავშვობისდროინდელ კომპლექსებსა და არასწორი ცხოვრების წესს უკავშირდება. მკურნალობის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს წყალს. სასურველია, მიიღოთ მინერალური წყალი და თბილი აბაზანა.

სასწორი
ამ დღეს შესაძლოა, სამსახურიდან გაგიშვან, მაგრამ ჰორიზონტზე უჩვეულო ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც თქვენი მუდმივი პარტნიორები გახდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოთავაზებული წინადადება თქვენს ქმედებებში ეჭვს შეიტანს, საბოლოოდ ყველაფერი საუკეთესოდ განვითარდება. წარმატებისკენ მიმავალი გზა რთულია, მაგრამ გახსოვდეთ< რომ დროებითი წარუმატებლობა თქვენს გეგმებს არ შეცვლის.

მორიელი
ამ დღეს უგუნებოდ იქნებით. შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. კარგი იქნება, თუკი რჩევისთვის ფსიქოლოგს მიმართავთ. მიიღეთ მსუბუქი დამამშვიდებელი: ვალერიანი ან შავბალახას ნაყენი. შეგიძლიათ, თბილი აბაზანაც მიიღოთ.

მშვილდოსანი
პრობლემების გადაჭრაში მეგობრები და პარტნიორები დაგეხმარებიან, ადამიანები, რომლებიც გაფასებენ და პატივს გცემენ. თუკი დაუზარებლად იმუშავებთ, მიხვდებით, რატომ ზრუნავენ ახლობლები და კოლეგები თქვენზე ასე ძალიან.

თხის რქა
კონსერვატიზმი და ენერგიული განწყობა წარმოუდგენელ შედეგს მოგიტანთ. აუცილებელია მთელი ენერგია შემოქმედებითი მიმართულებით მართოთ, აკონტროლოთ და გათვალოთ ყოველი ნაბიჯი.

მერწყული
სასწავლო სფეროში მცირე უსიამოვნებები და ინტრიგები გელოდებათ, რომელიც თქვენი კონკურენტი ორგანიზაციის თქვენდამი დამოკიდებულებას ან ოპონენტის მოსმენას უკავშირდება. თავად სწავლის პროცესი შესაძლოა, გართულდეს. ნუ გაერთობით და დაიბნევით კოლექტივში ინტრიგებითა და გამოცანებით – დრო ტყუილად არ დახარჯოთ იმაზე, რაც აბსოლუტურად არაფერში გჭირდებათ.

თევზები
ამინდი გაუმჯობესდება და განწყობაც, შესაბამისად, უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. გაუმჯობესდება, ასევე, თქვენი ჯანმრთელობა და სულიერი მდგომარეობა. ზედმეტად აქტიური ცხოვრების რიტმის გათვალისწინება საჭირო არ არის, თუმცა, ზედმეტი სიზარმაცეც არ ვარგა. მოიძიეთ ინფორმაციები იმ დაავადებაზე, რომელიც გაწუხებთ და მიიღეთ რეკომენდაციები ამ პრობლემის დასაღწევად. ეს დღე შესანიშნავია კვების რეჟიმის შესაცვლელად.

კომენტარები

სხვა სიახლეები