16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. მეტი დრო და ენერგია დაახარჯეთ შემოქმედებით საქმიანობას. მუშაობაში დაგებადებათ გენიალური იდეები. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კურო
საინტერესო შეხვედრები გელით გავლენიან ადამიანებთან. შუადღის შემდეგ თქვენში რომანტიკულობა მოიმატებს. საყვარელ ადამიანს დელიკატურ თემებზე დაელაპარაკეთ.

ტყუპი
ცოტა ხნით დაივიწყეთ პრობლემები და დატკბით დასვენებით, გამოიძინეთ. საღამოსკენ მხიარულება და გართობა მოგინდებათ და მეგობრებს შეეხმიანეთ.

კირჩხიბი
დღეს ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ თავს. სამსახურში კოლეგები დაგაფასებენ. სახლში – ოჯახის წევრები. საყვარელი ადამიანი და ბავშვებიც კი იზრუნებენ თქვენს ბედნიერებაზე.

ლომი
კარგი დღეა ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის. გარშემო მყოფების მიმართ იყავით კეთილი და მზრუნველი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
გახსოვდეთ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და იღბალი ნიშნებს გიგზავნით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გადახედეთ პირად ურთიერთობებს და გააუმჯობესეთ იგი.

სასწორი
სიურპრიზებითა და საჩუქრებით მდიდარი დღე გელით. იყავით მეტად აქტიური და გამოიჩინეთ ინიციატივა. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

მორიელი
კოლეგები თქვენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უფროსთანაც. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი და ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით.

თხის რქა
ყური დაუგდეთ უფროსების რჩევას. დაიმახსოვრეთ ყველაფერი, რასაც კოლეგები გეუბნებიან. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. პირად ცხოვრებაში კი რჩევები არ გჭირდებათ.

მერწყული
დღეს ყურადღების ცენტრში უნდა იყოთ. ადვილად დამსახურებთ გარშემო მყოფების ყურადღებას, უფროსის – შექებას. საღამოს გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

თევზები
მეტი დრო გაატარეთ თქვენთან სულიერად ახლოს მდგარ ადამიანებთან. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებსა და მეზობლებსაც კი. საყვარელი ადამიანის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნუ იქნებით.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები