ვერძი
იღბალი გწყალობთ და ყველა საქმეში წარმატება გელით. კარგია უძრავი ქონების შეძენა, ბინის რემონტის დაწყება, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გასაფორმება.
კურო
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. ნუ გადადებთ მგზავრობას, ახლობლების დახმარებას.
ტყუპი
კარგი დღეა გეგმებსა და საქმეებში კორექტივების შესატანად. მშვიდად იმოქმედეთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ.
კირჩხიბი
მეტად ივარჯიშეთ უ გადატირთავთ კუჭს. მოერიდეთ ნერვიულობას. ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა მუცლის ცეკვების შესრულება.
ლომი
ცვლილებების დღეა, თუმცა, მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს და სპონტანურ გადაწყვეტილებებს. გააუმჯობესეთ თქვენი პირადი ცხოვრება.
ქალწული
გაუფრთხილდით ჯამრთელობას. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. თუ ვინმეზე გაბრაზებული ხართ, დელიკატურად აუხსენით სიტუაცია.
სასწორი
თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები და ინტერესები გამოჩნდებიან. ასე, რომ ოპტიმისტურად განეწყვეთ.
მორიელი
წარმატება გელით კარიერაში. მოსალოდნელია ახალი პროექტების განხილვა, მატერიალური კეთილდღეობა ან დაწინაურება.
მშვილდოსანი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. ფინანსური საკითხები მეტი ყურადღებით განიხილეთ.
თხის რქა
დღეს ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ. გაბედულად იმოქმედეთ. მოაგვარეთ პრობლემები; რთული სიტუაციები განმუხტეთ, გარშემო მყოფებს დაეხმარეთ.
მერწყული
მოთმინებით აღიჭურვეთ და დაიწყეთ რთული მასალის სწავლა, მიღებული ცოდნის გამყარება. კარგი დღეა უფროს ნათესავებთან შეხვედრა და მათი რჩევების მოსმენა.
თევზები
დღეს ისე უნდა იმოქმედოთ, რომ უფროსმა შეგამჩნიოთ და შესრულებული სამუშაოსთვის შეგაქოთ. გაბედულად იმოქმედეთ და ხმამაღლა გამოთქვით საკუთარი მოსაზრებები.