16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში გამოავლინოთ. ამ დღეს მარტივად მოაგვარებთ პროფესიული საკითხებს და გაამყარებთ ფინანსურ მდგომარეობას. თქვენი კეთილშობილება და გულუხვობა ახალ მოკავშირეებს მოიზიდავს.

კურო

სავარაუდოდ, მეგობრებთან შეხვედრა გელით. მიუხედავად იმისა, რომ მათი შეხედულებები და ცხოვრების წესი თქვენისგან ძალიან განსხვავდება, ეცადეთ, მათ საქმეებში არ ჩაერიოთ. ყველაფერი ნორმალურად დაბრუნდება. შესაძლოა, სახლისთვის ძვირადღირებული ნივთი შეიძინოთ ან მოულოდნელი რემონტი დაიწყოთ. თავდაჯერება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმა

ტყუპები

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ხელსაყრელია მოგზაურობა, სამსახურის შეცვლა და გუნდური საქმიანობა. ნუ შეგეშინდებათ ახალი პროექტის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გეგმების განხორციელება რთული იქნება.

კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა საბოლოოდ მოაგვაროთ. თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება, რაც საკუთარი თავისა და სხვების მიმართ უკმაყოფილების გრძნობას გამოიწვევს. ნუ აჩქარდებით, რაღაც დროის შემდეგ თავდაჯერებულობადა შრომისმოყვარეობა საბოლოო გამარჯვებას მოგიტანთ.

ლომი

ხელსაყრელი დროა სამთავრობო უწყებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კომუნიკაცისთვის. თუ პარტნიორთან ურთიერთობა გაწყვიტეთ, უმჯობესი იქნება, ყველა საქმე დღეს დაასრულოთ. ეცადეთ, ძველი შეცდომებთან გამკლავების შემდეგ ახალი არ დაუშვათ.

ქალწული

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. იზრდება თქვენი სილამაზის აღქმა. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მუშაობას მთელი ენთუზიაზმით დაიწყებთ. შანსი მოგეცემათ, რომ პროფესიული საკითხები მარტივად მოაგვაროთ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და საჭირო კონტაქტები დაამყაროთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღე ახალი საქმის დაწყებისა და დოკუმენტებზე ხელის მოწერისთვის. გირჩევთ, ყველა საქმეში პრინციპულად იმოქმედეთ, მაგრამ არავის ენდოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ამპარტავნება და ეგოიზმი გარშემო მყოფებს გააღიზიანებს და კონფლიქტებს გამოიწვევს. სქესობრივი კავშირები დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.

მორიელი

დღეს შეიძლება უკიდურესად დაუნდობელი და საშიშიც კი გახდეთ, რადგან გარშემომყოფების მხრიდან აგრესიას იგრძნობთ. ეცადეთ, შეიკავოთ ემოციები, რათა კოლეგებთან და ნაცნობებთან ურთიერთობის დაძაბვა თავიდან აიცილოთ. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე ხელსაყრელია საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების კრიტიკული შეფასებისთვის, პარტნიორებთან ურთიერთობების გადასინჯვისა და საქმიანობის სფეროს შეცვლისთვის. გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევამ ან გავლენიან ადამიანთან ნაცნობობამ თქვენს ცხოვრებაში რადიკალური როლი ითამაშოს. სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატება გელით.

თხის რქა

ეს დღე მიზნის არჩევას, პრინციპების დაცვას და შინაგანი ენერგიის კონცენტრაციას განასახიერებს. იზრდება თქვენი მგრძნობელობა და ინტუიცია. ეს განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიის თხის რქებს ეხებათ. არ არის გამორიცხული, რომ პროფესიული საკითხები მარტივად გადაწყვიტოთ და ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ.

მერწყული

ეს დღე ზნეობრივი და სულიერ განწმენდას და ეჭვების დაძლევას უკავშირდება. შეიძლება მშობლებთან და ძველ მეგობრებთან ურთიერთობის მოთხოვნილება გაგიჩნდეთ. შემოქმედებითი პროფესიის მერწყულებისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი დღეა. ისინი საკუთარი მისწრაფებების განხორციელებას შეძლებენ. მოულოდნელი ხარჯები გელით.

თევზები

წინააღმდეგობრივი დღეა. ბევრი თევზის განწყობა ოპტიმიზმსა და საშინელ მელანქოლიას შორის მერყეობს. მზად იყავით იმისთვის, რომ დილიდანვე ვიღაც განწყობას გაგიფუჭებთ. ამის მიუხედავად, სასურველი დღეა საქმიანი შეხვედრების დასანიშნად. საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ, სასიცოცხლო ენერგიის უზარმაზარ სტიმულს მიიღებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები